სიახლეები

ფუტსალის ოთხთა ფინალი - „ქაირათის“ ტრიუმფი თბილისში

ფუტსალი
გაუზიარე

უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალი ალმატის „ქაირათის“ ტრიუმფით დასრულდა. სანუკვარი თასის მოპოვება, წლების მანძილზე ბევრი იმედგაცრუებული ნახევარფინალის შემდეგ, ყაზახურმა კლუბმა თბილისში შეძლო.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ამ ოთხ გუნდს შორის, „ქაირათი“ მართლაც საუკეთესო იყო და ეს ფინალურ მატჩშიც კარგად გამოჩნდა. ფინალამდე, მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „იბერია სტარს“ 4:1 მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ფინალური შეხვედრა კი, მართლაც საუკეთესო, დინამიური, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. თბილისში მრავლად ჩამოსული რუსი და ყაზახი გულშემატკივრების გარდა, ქართველი გულშემატკივრებიც დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირებას.

დინამო - ქაირათი 3:4 (1:1)

დინამო: პოპოვი, რომულო, ტატუ, ფუკინი, პულა

სათადარიგოები: გუსტავო, ნანდო, სერგეევი, სირილო, დიეგინიო, სუჩილინი, ფერნანდინიო

მთ.მწვრთნელი - ფაუსტინო პერესი

ქაირათი: იგიტა, ლეო სანტანა, ფუმასა, ლეო, ჟოანი

სათადარიგოები: ხალიავინი, პენგრინი, სულეიმანოვი, ენრიკე ელგარტი, ალეშანდრე, ეულერი, ბეტაო

მთ.მწვრთნელი - კაკაუ

გოლები: პოპოვი (11 საკ კარში), სერგეევი (19), ლეო სანტანა (23), ფუმასა (29), იგიტა (33), სირილო (36), ტატუ (37)

გაფრთხილება: ნანდო, ეულერი

მსაჯი: ფრანჩესკო მასინი (იტალია)

დაჯილდოების ცერემონიალი ძალზე ამაღელვებელი იყო გამარჯვებულებისთვისაც და ტურნირის ორგანიზატორებისთვისაც, ვინაიდან თბილისმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველად უმასპინძლეს მსგავსი რანგის ღონისძიებას.

სფფ-ის პრესსამსახური