27 აპრილი უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალზე დასვენების დღეა. თუმცა, სპორტის სასახლეში დილიდან აქტიურობა იქნება.
12:30 წუთზე, დაიწყება პირველი პრესკონფერენცია, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს „ბარსელონასა“ და „იბერია სტარის“ მთავარი მწვრთნელები უპასუხებენ. 13:00 საათიდან კი, საპრესკონფერენციო დარბაზში უკვე ტურნირის ფინალისტი გუნდების - „დინამოსა“ და „ქაირათის“ მთავარი მწვრთნელები გამოჩნდებიან.
სპორტის სასახლეში გუნდების ვარჯიშების გრაფიკი ასეთია:
11:00 – „ქაირათი“(მედიისთვის ღიაა 15 წუთი)
18:00 – „ბარსელონა“(მედიისთვის ღიაა 15 წუთი)
19:00 – „დინამო“ მოსკოვი (მედიისთვის ღიაა 15 წუთი)
20:30 – „იბერია სტარი“ (მედიისთვის ღიაა 15 წუთი)
სფფ-ის პრესსამსახური