უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის დაწყებამდე სულ სამი დღეღა რჩება. ტურნირის მონაწილე გუნდები ხვალ უკვე თბილისში იქნებიან.
გაგაცნობთ მომდევნო დღეების სრულ გრაფიკს - ვარჯიშების, პრესკონფერენციებისა და თამაშების განრიგს.
25 აპრილი
12:00 – „ბარსელონას“ დახურული ვარჯიში სპორტის სასახლეში
14:00 – „ბარსელონას“ და „ქაირათის“ პრესკონფერენცია სპორტის სასახლეში
14:30 – „იბერია სტარისა“ და „დინამო“ მოსკოვის პრესკონფერენცია სპორტის სასახლეში
18:00 – „იბერია სტარის“ ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში
19:00 – „დინამო“ მოსკოვის ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში
20:00 - „ბარსელონას“ ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში
26 აპრილი
10:00 – „ქაირათის“ ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში
18:00 - იბერია სტარი vs დინამო მოსკოვი
20:30 – ქაირათი vs ბარსელონა
27 აპრილის ვარჯიშების განრიგს კი, მოგვიანებით გაცნობებთ.
აქვე, იმ მსაჯებსაც გაგაცნობთ, რომლებიც ტურნირს მოემსახურებიან:
ონდრეი ჩერნი (ჩეხეთი)
ფრანჩესკო მასინი (იტალია)
ედუარდო ჟოზე ფერნანდეს კოელიო (პორტუგალია)
ოლეგ ივანოვი (უკრაინა)
სფფ-ის პრესსამსახური