უეფას ფუტსალის თასის გათამაშების საორგანიზაციო ჯგუფი აგრძელებს ტურნირის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. შესაბამისად, ფუტსალის თასის თბილისური მოგზაურობაც გრძელდება.
20 აპრილს, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და ტურნირის ელჩი - არჩილ არველაძე დედაქალაქის სხვადასხვა სკოლებს ეწვევიან და ბავშვებს საჩუქრებს გადასცემენ. რა თქმა უნდა, თასიც მათთან ერთად იმოგზაურებს. დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი ასეთია:
12:00 - საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკი"
13:00 - საფეხბურთო სკოლა "საბურთალო"
16:30 - 35-ე სკოლა
17:30 - თენგიზ სულაქველიძის ფეხბურთის აკადემია
21 აპრილი
12:00 - სკოლა "ბაქსვუდი"
15:30 - სკოლა "ოლიმპი"
სფფ-ის პრესსამსახური