კალდაშ და რაინაში, გუშინ 24 ოქტომბერს მსოფლიო გრანდმა ფუტსალში, პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა. ჟორჟე ბრაზის ფორმაციის ვარსკვლავური ნაკრები პირველივე წუთებიდან ცდილობდა ანგარიშის გახსნას და უკვე მე-2 წუთზე მარინიოს დარტყმულმა მიზანს მიაღწია. ქართველებმა რამოდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს და ბებეს კარის 2-ჯერ ჯერ ალთუნაშვილმა ხოლო პირველი ნახევრის მიწურულს შელეგიამ დალაშქრეს. 1:2
მეორე ტაიმში მსოფლიო დონის ვარსკვლავური ოთხეული: რიკარდინიო,კარდინალი,გონსალო და არნალდო მთელ მოედანზე დომინირებდნენ, თუმცა ასათიანის და არველაძეს შეგირდებმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშეს და მე-3 ბურთი გაუტანეს მასპინძლებს. – ჭანუყვაძე ინდივიდუალურად.
1.58 წუთით ადრე შეხვედრის დასრულებამდე რიკარდინიომ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა, მაგრამ რამდენიმე წამში სებისკვერაძის ზუსტმა გადაგზავნილმა ცივი შხაპი გადაავლო ლუზიტანიელთა იმედებს. 2:4
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა მიულოცეს საქართველოს ნაკრებს გამარჯვება და აღნიშნეს რომ 24 ოქტომბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
ბექა კვიციანი,
სპეციალურად სფფ-ის პრესსამსახურისათვის