საქართველო 8:0 ესტონეთი
გოლები: ბობოხიძე (3), სებისკვერაძე (3), მაყიშვილი, ჭანუყვაძე
საქართველო: ჯამბურია, ბობოხიძე, კობაიძე, მაყიშვილი, სებისკვერაძე; კეფაშვილი, მაისაია, კაკაბაძე, დევდარიანი, შერმადინი, ლუკავა, ჭანუყვაძე
მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო და თან მეტოქეს 8 უპასუხო გოლი გაუტანა. თამაშის დაწყებიდან წუთი და 50 წამი იყო გასული, როდესაც ჩვენები დავით ბობოხიძის და არჩილ სებისკვერაძეს გოლებით უკვე 2:0 იგებდნენ. ორ წუთში სებისკვერაძემ მესამეც გაიტანა, რასაც შოთა ჭანუყვაძემ მეოთხე მიაყოლა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მეხუთე ჯარიმა მიიღო, ფუტსალის წესებით კი ყოველი მომდევნო ჯარიმის მიღებისთვის ქართველები 10-მეტრიანი პენალტით დაისჯებოდნენ. მაგრამ ქართველებმა დარჩენილი წუთები სუფთად ჩაატარეს და ტაიმის დასრულებამდე 2 წამით ადრე კაპიტანმა ბობოხიძემ ანგარიში 5:0 გახადა.
შესვენების შემდეგ ქართველებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და პირველი ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილს ბურთების უკეთესი შეფარდებით თავში მოექცნენ, რაკი ჯგუფის მასპინძელმა მაკედონიამ ინგლისს მხოლოდ 3:1 მოუგო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაკი მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
საქართველო 1 1 0 0 8:0 3
მაკედონია 1 1 0 0 3:1 3
ინგლისი 1 0 0 1 1:3 0
ესტონეთი 1 0 0 1 0:8 0