სიახლეები

მიხეილ მესხის სუპერთასი ”დინამომ” მოიგო!

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

18 ივნისს, თბილისში, სტადიონ ”შევარდენზე” გაიმართა საქართველოს ჭაბუკთა პირველობის გამარჯვებული 35-ე საფეხბურთო სკოლის და ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს” 1989 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სუპერთასზე.

 

თბილისის ”დინამომ” დიდი ანგარიშით, 5:0 სძლია მეტოქეს და გარდამავალი თასი დაისაკუთრა.