სიახლეები

ბავშვთა ფეხბურთის განყოფილება თასების გამარჯვებულე

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა ფეხბურთის განყოფილებამ 2008-2009 წლების სეზონი შეაჯამა.

 

1991 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული თბილისის ”დინამომ” მოიპოვა - თამაზ სამხარაძის გაწვრთნილ გუნდს გივი ჩოხელის სახელობის თასი გადაეცა. მეორე ადგილზე გაგრის ”გაგრა” გავიდა (მწ. ზაზა ბაკურაძე), ზუგდიდის ”მგლები” კი (მწ. ელგუჯა ქომეთიანი, ბორის გუგუჩია) მესამე იყო.

 

1991 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის საქართველოს თასიც გათამაშდა: 30 ივნისს თბილისის ”ვიტ ჯორჯიამ” (მწ. მერაბ კოჭლაშვილი) ცხინვალის ”სპარტაკს” (მწ. სერგო გაბელაია, პეტრე ლებანიძე) 3:2 სძლია.

 

1993 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული კვლავ თბილისის ”დინამომ” მოიპოვა - ვასილ მაისურაძის გუნდმა თბილისის ”ვიტ ჯორჯიას” (მწ. ზაზა დიდებაშვილი) და თბილისის ”ამერს” (მწ. ელგუჯა გუზიტაშვილი) აჯობა. თბილისის ”დინამოს” მიხეილ მესხის სახელობის თასი გადაეცა.

 

1994 წელს დაბადებულ ყმაწვილთა შორის ვიტალი დარასელიას სახელობის თასი გათამაშდა: თემურ თვალჭრელიძის გაწვრთნილმა თბილისის ”ლოკომოტივმა” ქუთაისის ”კოლხიდას” (მწ. როლანდ ცუცქირიძე) 2:0 სძლია.

 

1995 წელს დაბადებულ ყმაწვილთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული თბილისის ”ლოკომოტივმა” მოიგო - დიმიტრი თოფურიძის გუნდს სლავა მეტრეველის სახელობის თასი გადაეცა. მეორე ადგილზე პაატა გოცირიძის გაწვრთნილი ”გაგრა” გავიდა, მესამეზე - კოტე მიქელაძის რუსთავის ”ოლიმპი”.