სიახლეები

სფფ-ის აღმასკომი ახალი ჩემპიონატის დებულებას დაელო

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბა.

დღის წესრიგის მიხედვით, აღმასკომის წევრებს მხოლოდ სამი საკითხი ჰქონდათ განსახილველი:

 

 

1. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადების შესახებ

 

 

2. საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ

 

 

3. სხვადასხვა

 

 

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, ორი კვირის ვადაში სფფ-ში შემოეტანათ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების პროექტები, ფინანსური გარანტიებით, რომ ახალი სეზონისთვის შესაძლებელი გამხდარიყო PFL-ის (პროფესიული ფეხბურთის ლიგა) აღდგენა და ეროვნული ჩემპიონატი, სწორედ, ამ ორგანიზაციას ჩაეტარებინა. განაცხადების შემოტანის ვადა 2 ივნისის ჩათვლით იყო, თუმცა, ამ ორკვირიან პერიოდში, სფფ-ში მხოლოდ ერთი წერილი შემოვიდა, რომლითაც ძველი PFL-ის ხელმძღვანელმა - გია ფირცხალავამ მიმართა ფეხბურთის მმართველ ორგანოს. წერილში, ფირცხალავა სთხოვს სფფ-ს, მისცეს პროფლიგის აღდგენის უფლება და განახლდეს სფფ-სა და პროფლიგას შორის არსებული ხელშეკრულება.

 

 

აღმასკომმა დიდხანს იმსჯელა ამ საკითხზე. იყო შეკითხვები გია ფირცხალავასთან. თუმცა, ვინაიდან პროფლიგის წესდება და იურიდიული დოკუმენტები არ შეესაბამება ფიფა-უეფას მოთხოვნებს, აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა ამ ეტაპზე PFL-ის აღდგენას და მიეცა დრო, რომ იურიდიული ლაფსუსები და არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რეალური მსჯელობა.

 

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, ფედერაციამ სთხოვა აღმასკომს ერთკვირიანი დრო, რომ კლუბებთან საბოლოო მოლაპარაკებების შემდეგ, წარადგინოს მომავალი ჩემპიონატის დებულება და ფორმატი.

 

 

ამის შემდეგ, სფფ-ის აღმასკომი კვლავ შეიკრიბება.

 

 

სფფ-ის პრესსამსახური