შაბათს, 7 ივნისს, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბება ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი. სხდომა, ტრადიციულად, სფფ-ის ოფისში გაიმართება და დღის 13:00 საათზე დაიწყება.
დღის წესრიგის მიხედვით, აღმასკომის წევრებს მხოლოდ სამი საკითხი აქვთ განსახილველი:
1. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადების შესახებ
2. საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ
3. სხვადასხვა
მედიისთვის კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
სფფ-ის პრესსამსახური