სიახლეები

თასიც იწყება

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

19 და 20 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. ერთმანეთს უმაღლეს ლიგასა და პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდები დაუპირისპირდებიან. პირველ ლიგაში ჯერ სეზონი არ განახლებულა და ეს მათთვის პირველი ოფიციალური მატჩები იქნება, რაც ბუნებრივია გარკვეულ უპირატესობას უმაღლესი ლიგის კლუბებს ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ ქვედა ლიგელი „სასკო“ საკმაოდ გაძლიერდა და „მეტალურგს“ საკმაოდ მძიმე მატჩები ელის წინ. თბილისელებმა გამოცდილი და საქართველოს ნაკრებ გუნდებში ნათამაშები ფეხბურთელები მიიწვიეს და მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ასპარეზობასაც გეგმავენ. რაც შეეხება სხვა წყვილებს, გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს „ზუგდიდისა“ და „მაჭახელას“ დაპირისპირებაც. როგორც მოგეხსენებათ, ხელვაჩაურელები შარშან ძალიან ახლოს იყვნენ უმაღლეს ლიგაში დაწინაურებასთან და მათ საკმაოდ ძლიერი გუნდიც ჰყავთ. მოკლედ, დაძაბული მატჩები მოლოდინში ვართ და იმედი გვაქვს, ჩვენი მოლოდინი სრულად გამართლდება.


„ლოკომოტივი“ თბილისი - „დილა“ გორი

19 აგვისტო, საგურამო, ცენტრალური სტადიონი

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ა.აფციაური, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)


„დინამო“ ბათუმი - „ჭიათურა“ ჭიათურა

19 აგვისტო, შუქურა, „ჩელე არენა“

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.კაკაბაძე, მ.კუპატაძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)


„სამგურალი“ წყალტუბო - „შუქურა“ ქობულეთი

19 აგვისტო, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

მსაჯები: დ.სანოძე, ზ.ბერულავა, ზ.ასკაროღლი, თ.ხუჭუა (სათადარიგო)


„სამტრედია“ სამტრედია - „ბეთლემი“ ქედა

20 აგვისტო, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

მსაჯები: ბ.გლუშჩუკი, ი.უკლება, ს.სპიცინი, მ.ბეუქლიშვილი (სათადარიგო)


„მეტალურგი“ რუსთავი - „სასკო“ თბილისი

20 აგვისტო, რუსთავი, „ფოლადი“

მსაჯები: ბ.ნინუა, ი.მაჩიტიძე, ბ.ჟვანია, ლ.სილაგავა (სათადარიგო)


„გაგრა“ გაგრა - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი

20 აგვისტო, მუხრანი, ცენტრალური სტადიონი

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, გ.ელიკაშვილი, შ.ქუხილავა (სათადარიგო)


„სპარტაკი“ ცხინვალი - „საბურთალო“ საბურთალო

20 აგვისტო, თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ფიფია, დ.კურტანიძე, ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)


„სქური“ წალენჯიხა - „კოლხეთი“ ფოთი

20 აგვისტო, წალენჯიხა, „საშა კვარაცხელია“

მსაჯები: ვ.ბასილაია, დ.გაბისონია, ფ.ჭაავა, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)


„საპოვნელა“ თერჯოლა - „გურია“ ლანჩხუთი

20 აგვისტო, თერჯოლა, „ცენტრალური სტადიონი“

მსაჯები: გ.ავაზაშვილი, ა.ჟივიძე, დ.ახვლედიანი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)


„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „მაჭახელა“ ხელვაჩაური

20 აგვისტო, ზუგდიდი, „ბაიას“ ბაზა

მსაჯები: გ.დოგრაშვილი, დ.ჩიგოგიძე, თ.მაღლაკელიძე, დ.სანოძე (სათადარიგო)


„მერცხალი“ ოზურგეთი - „მერანი“ მარტვილი

20 აგვისტო, ოზურგეთი, ცენტრალური სტადიონი

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, გ.ჩიგოგიძე, კ.სადილიანი, დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)


„ჩხერიმელა“ ხარაგაული - „ტორპედო“ ქუთაისი

20 აგვისტო, ხარაგაული, „სოსო აბაშიძე“

მსაჯები: ზვ.ტუღუში, ა.კოკაია, კ.ვასაძე, ო.ხეცაძე (სათადარიგო)


სფფ-ს პრესსამსახური