სიახლეები

პრევიუ: ნეფთჩი - ჩიხურა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ნეფთჩი“ ბაქო - „ჩიხურა“ საჩხერე

31 აგვისტო, ბაქო, „ბაქსელ არენა“, 19:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: კრისტიან ბალაჟი, სებასტიან გეორგე, ოვიდიუ არტენე, კატალინ პოპა (სათადარიგო)

დღეს, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურა“ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება, შეხვედრას აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებს. იმერლები უკვე ბაქოში არიან და გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მატჩის წინა საბოლოო ვარჯიშიც ჩაატარეს. სოსო ფრუიძის განცხადებით ტრავმების გამო სათუოა დავით ოდიკაძისა და გიგა ბეჭვაიას თამაში, იმედი ვიქონიოთ იმერლეთა ლიდერები გამოჯანმრთელებას მოახერხებენ და გუნდს დაეხმარებიან. ამის გარდა, ქართულ გუნდში სხვა სახის საკადრო პრობლემები არ არსებობს. რაც შეეხებათ ბაქოელებს, მათმა ორმა ლიდერმა,
საშა სტამენკოვიჩმა და ფლავინიომ, გამოჯანრთელება მოასწრეს და „ჩიხურას“ წინააღმდეგ სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში არიან. შეხვედრა აზერბაიჯანში დიდ ინტერესს იწვევს და ყველა ანშლაგის მოლოდინშია, უდავოა ქართველ ფეხბურთელებს ურთულესი მატჩი ელით, მაგრამ ჩვენი მათი თავდაუზოგავი ბრძოლისა და თავდადების იმედი გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

სფფ-ს პრესსამსახური