სიახლეები

პრევიუ: დინამო - აქტობე

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„დინამო“ თბილისი - „აქტობე“ აქტობე

16 ივლისი, თბილისი, „დინამო არენა“, 21:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: პაველ რაჩკოვსკი, პაველ სოკოლინიცკი, მიხალ ობუკოვიცი, ტომაშ კვიატკოვსკი (სათადარიგო)

ხვალ, 16 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი და ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, თბილისის „დინამო“, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს, დინამოელთა მეტოქე ყაზახეთის ჩემპიონი, აქტობეს „აქტობე“, იქნება.

დინამოელებმა ორი საკამოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარეს და მათივე მწვრთნელის, მიხალ ბილეკის, განცხადებით გუნდი სრულ მზადყოფნაში ხვდება მოახლოვებულ შეხვედრას. სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა მიიღო თბილისელთა გამოცდილმა მცველმა, დავით კვირკველიამ და გუნდს დაახლოებით 1 თვით გამოაკლდა. საეჭვოა „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ჩისკოს, თამაშიც მან ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და სასურველი ფორმისგან ძალიან შორს იმყოფება. მოკლედ, ჩემპიონებს, რამდენიმე მნიშველოვანი ფიგურა დააკლდებათ, მაგრამ იმედი გვაქვს ხვალინდელ შეხვედრაში ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ სასურველი შედეგისთვის და საკუთარ გულშემატკივრებს გაახარებენ.

ბოლო პერიოდში „აქტობეს“ ჩატარებული მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, გუნდი არც თუ ისე სახარბიელო ფორმაშია, აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ყაზახებმა მწვრთნელი დაითხოვეს და გუნდის ახალ თავკაცად ვალდიმერ გაზაევ მოიწვიეს. ახალი მწვრთნელის თავკაცობით ჩატარებულ პირველ შეხვედრაში აქტობელებმა „ტობოლს“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 3-1, დაამარცხეს მეტოქე.

დღეს ორივე გუნდი „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს და ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენციაც გაიმართება. როგორც თბილისელთა ოფიციალური საიტი იტყობინება, „დინამო არენაზე“ დღეს გასამართი ღონისძიებების გრაფიკი ასეთია:

18.30
აქტობეს პრესკონფერენცია

19.00 აქტობეს ვარჯიში (ღია პირველი 15 წუთი )

19.45. დინამოს პრესკონფერენცია

20.15 დინამოს ვარჯიში (ღია პირველი 15 წუთი )

დინამო - აქტობეს მატჩზე დასასწრები აკრედიტაციები გაიცემა სამშაბათს, 15 ივლისს, დინამო არენას მედია დარბაზში 18.00 საათიდან 21.00 საათამდე.


ფოტო
/ვიდეო: www.fcdinamo.ge

სფფ-ის პრესსამსახური