სიახლეები

XXXI ტურის პრევიუ

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

"სიონი" ბოლნისი - "დინამო" თბილისი

პირველი წრე: 0-1

11 მაისი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ა.კოკაია, ხ.გაგნიძე (1 დამ.ასისტენტი), გ.კიკაჩეიშვილი (2 დამ.ასისტენტი), ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი ხიდეშელი ("დინამო")

უკანასკნელი ორი ტურია თბილისის "დინამო" ძალიან არასტაბილურად ასპარეზობს და საკუტარ ჩემპიონობას დიდ საფრთხეს უქმნის, ზემოთ ნახსენებს ტურებში თბილისელებმა მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხეს და უახლოეს მდევარ "ზესტაფონთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს. მიუხედავად ასეთი ასპარეზობისა დედაქალაქელებს დარჩენილ 2 ტურში 1 გამარჯვება სჭირდებათ საჩემპიონოდ. ბოლნისელთათვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ გასულ ტურში განცდილმა მოულოდნელმა მარცხმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, "სიონი" უკვე 4 ქულით ჩამორჩა ზესტაფონელებს და მეორე ადგილზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსიღა შემორჩა. ზემო აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე კვირას გასამართი შეხვედრა დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.



"მეტალურგი" რუსთავი - "გურია" ლანჩხუთი

პირველი წრე: 1-3

11 მაისი, რუსთავი, „ფოლადი“, 17:00

მსაჯები: ვ.ბოტოსი, დ.ბრაბეისი, ი.ვასილიუკოვლი, გ.ყრუაშვილი (სათადარიგო)

სამ მატჩიანი წაგებების სერიის შემდეგ რუსთავის "მეტალურგმა" გასულ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა , რითაც ბოლნისის "სიონს" მეორე ადგილზე გასვლის შანსი ფაქტიურად მოუსპო. "გურია" კი, კვლავ პრობლემების ქარცეცხლშია გახვეული და სულაც არაა გასაკვირი, რომ ლანჩხუთლებს ზედა ექვსეულში ქულაც კი არ აუღიათ. სამწუხაროდ, ორივე გუნდს ევრო თასებზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგული აქვს და ამიტომაც ზეგინდელი შეგვედრა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, თუმცა იმედი გვაქვს ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და სტადიონზე მოსულ ქომაგს საინტერესო სანახაობას შესთავაზებს.



"ჩიხურა" საჩხერე - "ზესტაფონი" ზესტაფონი


პირველი წრე: 2-1

11 მაისი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.ვარამიშვილი, გ.ელიკაშვილი, ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიგა ბეჭვაია ("ჩიხურა")

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიამრთება ივანწმინდაში, საჩხერლები "ზესტაფონს" უმასპინძლებენ. ამ ორი გუნდის მონაწილეობით გამართული შეხვედრები ყოველთვის ძალიან საინტერესო და დაძაბულია, აღსანიშნავია, რომ ზესტაფონელებს ძალიან უჭირთ "ჩიხურასთან" თამაში. ზედა ექვსეულის პირველ წრეში გამართული შეხვედრაც ძალიან საინტერესო გამოდგა და მარგველებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ზემო იმერელთა დასამარცხებლად. მოკლედ იმერული დერბი ტრადიციისამებრ საინტერესო უნდა გამოდგეს.




"ზუგდიდი" ზუგდიდი - "მერანი" მარტვილი


პირველი წრე: 2-1

10 მაისი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 17:00

მსაჯები: გ.დოგრაშვილი, ლ.თოდრია, მ.კუტაპაძე, დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ალექსი ბენაშვილი ("მერანი")

მეგრული დერბი გაიმართება განმუხურში, გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვების წყალობით "ზუგდიდმა" უმაღლეს ლიგაში დარჩენის კიდევ ერთი შანსი მიიღო და გიორგი დარასელიას შეგირდები ბოლომდე იბრძოლებენ ადგილის შესანარჩუნებლად, შანსი არც თუ ისე რეალურია, მაგრამ ბრძოლად ნამდვილად ღირს. რაც შეეხება "მერანს", მარტვილელებზე უკვე ვწერდით, რომ ისინი უკვე დაემშვიდობნენ უმაღლეს ლიგას და მომავალ სეზონში პირველ ლიგაში იასპარეზებენ.



"სპარტაკი" ცხინვალი - "დილა" გორი


პირველი წრე: 1-3

10 მაისი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 17:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზ.ფიფია, ო.ხეცაძე (სათადარიგო)

გასულ ტურში ორივე გუნდმა განსხვავებული შედეგი აჩვენა, "დილამ" "ტორპედო" დაამარცხა, "სპარტაკი" კი, "ზუგდიდს" ეწვია და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დათმო უშუალო კონკურენტთან. მარცხის გამო ცხინვალელთა სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მაგრამ ჯერ საგანგაშო არაფერია, რადგანაც ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და კაჭარავას შეგირდებს 4 ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ. მოკლედ, რომ ვთქვათ ასეა თუ ისეა ხვალინდელ შეხვედრაში "სპარტაკს" ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი უმაღლეს ლიგაში დარჩენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.



"ტორპედო" ქუთაისი - "ვიტ-ჯორჯია" თბილისი

პირველი წრე: 1-1

10 მაისი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 19:00, უმაყურებლოდ

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ზ.ბერულავა, ფ.ჭაავა, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლაშა ღონღაძე ("ვიტ-ჯორჯია")

ქვედა ექვსეულის ლიდერები დაუპირსპირდებიან ერთმანეთს "მიხეილ მესხზე", ორივე გუნდის ბედი გადაწყვეტილია, ისინი მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში დაიწყებენ, ასე, რომ დაძაბული თამაშის მოლოდინში არავინაა, მითუმეტეს, რომ სანქციების გამო შეხვედრა დახურული იქნება და მატჩს ვერც ერთი გუნდის გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. მოკლედ ხვალინდელ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და ფეხბურთელებს სუფთა სპორტული პრინციპებით ოუწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება.


ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge, www.fcdila.ge

სფფ-ის პრესსამსახური