სიახლეები

ცენტრალური ზესტაფონშია

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

"სიონი" ბოლნისი - "გურია" ლანჩხუთი

პირველი წრე: 1-2

3 მაისი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 16:00

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზ.ფიფია, ზ.ბერულავა, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვილი ისიანი ("გურია")

ერთმანეთს ორი, სრულიად განსხვავებული შედეგის მქონე, კლუბი დაუპირისპირდება, "სიონი" უდანაკარგოდ ასპარეზობს, "გურია" კი პირიქით, მოგებაზე, რომ არაფერი ვთქვათ, ლანჩხუთლებს ქულაც არ აქვთ აღებული ზედა ექვსეულში. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით კი, "გურიაში" კვლავ ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელები ხელფასებს ვერ იღებენ. თავისხმრივ შესანიშნავი სიტუციაა ბოლნისის "სიონიში", ლადო ბურდულის შეგირდები დანაკარგის გარეშე ასპარეზობენ და გუნდიც მშვენიერ განწყობაზეა, ქვემო ქართლელებს მეორე ადგილის დაკავება სურთ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.



"ჩიხურა" საჩხერე - "მეტალურგი" რუსთავი


პირველი წრე: 2-0

3 მაისი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ბ.ნინუა, ლ.თოდრია, ბ.ჭიჭინაძე, მ.ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

უშუალო კონკურენტები დაუპირსპირდებიან ერთმანეთს ივანწმინდაში, მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ხვალ საკმაოდ დაძაბულ შეხვედრა უნდა ველოდოთ. წლევანდელ სეზონში გამართული სამი შეხვედრიდან ორი რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი, ფრედ. ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე საჩხერლებს ერთგავრი რევანშიც აქვთ ხვალ ასაღები.



"ზესტაფონი" ზესტაფონი - "დინამო" თბილისი

პირველი წრე: 1-0

3 მაისი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 19:00

მსაჯი: ო.ხეცაძე, ი.უკლება, გ.ჩიგოგიძე, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ. ასისტენტი), გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

ტურის და ზოგადად ქართული ფეხბურთის ცენტრალური დაპირსპირება გაიმართება ზესტაფონში, ყველა სხვა ინტრიგასთან ერთად ეს მატჩი დინამოელთათვის საჩემპიონოა და ეს ფაქტორი კიდევ უფრო დაძაბულს ხდის აღნიშნულ შეხვედრას. რაც მთავარია ორივე გუნდი დანაკარგოდ ხვდება მატჩს და ორივე მათგანი საბრძოლო შემადგენლობით წარსდეგბა ერთმაენთის წინააღმდეგ. როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქელები შარშანდელ წარმატებას გაიმეორებენ და ქვეყნის ჩემპიონობას გაინაღდებენ.




"ტორპედო" ქუთაისი - "ზუგდიდი" ზუგდიდი


პირველი წრე: 0-1

2 მაისი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 16:00, უმაყურებლოდ

მსაჯი: თ.გვანცელაძე, ლ.ვარამიშვილი, დ.კვეტენაძე, თ.ხუჭუა (სათადარიგო)

რთულ მდგომარეობაში მყოფი ზუგდიდის "ზუგდიდი" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრება და მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცდება. ზუგდიდელთა მტავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ გიორგი დარასელიას შეგირდებს ამის გასაკეთებლად დიდი ბრძოლასთან ერთად ცოტა იღბალიც დაჭირდებათ, რადგანაც მეოთხე ადგილოსანთაც ჩამორჩენა 4 ქულაა. ქუთათურები შედარებით კარგ სიტუაციაში იმყოფებიან, მათ ბოლო თამაშების მოგება მოახერხეს და უმაღლეს ლიგაში დარჩენა ფაქტირუად გაინაღდეს.




"ვიტ-ჯორჯია" თბლისი - "დილა" გორი


პირველი წრე: 1-2

2 მაისი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 16:00

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზვ.ერქვანია, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ნიკოლოზ მაისურაძე ("ვიტ-ჯორჯია")

ქვედა ევსეულის ცენტრალური დაპირსპირება გაიმართება "მცხეთა პარკზე", ბოლო პერიოდში "დილას" არასტაბილური ასპრეზობისდა მიუხედავად გორელებმა ლიდერთა შრის ადგილის შენარჩუნება შეძლეს, დღეის მდომარეობით მათსა და ლიდერ "ვიტ-ჯორჯიას" შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხვალინდელი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. წლევანდელ სეზონში გამართულ მატჩებს თუ გადავხედავთ აქ სრული თანაფარდობაა, ჩატარებული სამი შეხვედრიდან ერთგი გორელებმა მოიგეს, ერთი თბილისლებმა და ერთიც ფრედ დასრულდა.




"სპარტაკი" ცხინვალი - "მერანი" მარტვილი


პირველი წრე: 0-0

2 მაისი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 19:00

მსაჯი: ლ.სილაგავა, დ.ჩიგოგიძე, სპიცინი, ა.კრიჭაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ზვიად მეტრეველი ("სპარტაკი")

გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა, თუმცა ცხინვალელთათვის ამ მარცხს სატურნირო ცხრილში არაფერი შეუცვლია, ისინი კვლავ მეოთხე პოზიციაზე არიან და ოთხი ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონას. რაც შეეხება "მერანს", ამ მარცხით ფაქტიურად გადაწყდა, რომ მარტვილელები მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებენ. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა დარწმუნებულები ვართ, რომ იონანიძის შეგირდები ხვალ ბოლომდე იბრძოლებენ და შეეცდებიან კიდევ ერთხელ გაიბრძოლონ უმაღლესში დასარჩენად. თავისმხრივ  მოგება სჭირდებათ სპარტაკელებსაც, რადგანაც ოთხი ქულა არც თუ ისე დიდი სხვაობაა, მითუმეტეს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ოთხი ტურია დარჩენილი.




ფოტო: www.fcdinamo.ge,  www.fctorpedo.ge, www.fcdila.ge, www.facebook.com/fcmerani, www.facebook.com/FCMGE

სფფ-ს პრესსამსახური