სიახლეები

XXVIII ტური - ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„გურია“ ლანჩხუთი - „დინამო“ თბილისი

პირველი წრე: 3-0

27 აპრილი, ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“, 16:00

დისკვალიფიკაცია: დავით კვირკველია („დინამო“)

საინტერესო შეხვედრა გაიმართება ლანჩხუთში, თბილისელები ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან და „გურიასთან“ გამარჯვების შემთხვევაში ფაქტიურად გაინაღდებენ ამ ტიტულს. თავისმხრივ გურულები ზედიზედ ექვსი შეხვედრაა მოედანს უქულოდ ტოვებენ და ბუნებრივია გულშემატკივარი მათგან უპირობო მოგებას ითხოვს. დინამოელები მათ ერთ-ერთ ლიდერს და გუნდის ვიცე-კაპიტანს, დავით კვირველაის, მოისაკლისებენ, გამოცდილ მცველს დისკვალიფიკაცია აქვს. ამას გარდა, საკადრო პრობლემები არც ერთ გუნდს არ აწუხებს და ორივე მათგანი სრული საბრძოლო შემადგენლობით წარსდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ.



„მეტალურგი“ რუსთავი - „ზესტაფონი“  ზესტაფონი

პირველი წრე: 2-0

27 აპრილი, რუსთავი, „ფოლადი“, 16:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით

დისკვალიფიკაცია: ლევან შარიქაძე („ზესტაფონი“)

საკმაოდ მნიშველოვან დაპირისპირებას უმასპინძლებს რუსთავი. უკანსკნელ ოთხ ტურში მარგველებმა ორი მარცხი იწვნიეს და საკუთარი პოზიციები საკმაოდ შეარყიეს, უშუალო კონკურენტ ბოლნისის „სიონთან“ სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. საუკეთესო ფორმაში არც რუსთავლები იმყოფებიან და ზედა ექვსეულში ბოლოს წინა ადგილს იკავებენ. მოკლედ, რომ ვთქვათ ორივე გუნდისთვის ზეგინდელ მატჩს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და ორივე მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.




„სიონი“ ბოლნისი  - „ჩიხურა“ საჩხერე

პირველი წრე: 1-2

27 აპრილი, თბილისი, „მიხეილ მესხი“, 16:00

დისკვალიფიკაცია: დავით იმედაშვილი, ლაშა თოთაძე (ორივე „სიონი“)

ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში გაიმართება. ლადო ბურდულის შეგირდები ტრიუმფალურ სვლას განაგრძობენ და აგერ უკვე ზედიზედ მეხუთე ტურში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ნელ-ნელა ფორმაში შედიან საჩხერლებიც, „ჩიხურამ“ უკანასკნელი ორი შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებელი ანაგრიშებით მოიგო, მათ ორ მატჩში ექვსი ბურთის გატანა მოახერხეს და მხოლოდ ერთი მიიღეს საკუთარ კარში. დისკვალიფიკაციის გამო „სიონს“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დააკლდება, ბოლნისელებს დავით იმედაშვილი და ლაშა თოთაძე ვერ დაეხმარებიან.




„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი

პირველი წრე: 1-2

26 აპრილი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 16:00

დისკვალიფიკაცია: გიორგი კალანდია („ვიტ-ჯორჯია“)

უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი ზუგდიდის „ზუგდიდი“ ქვედა ექვსეულის ლიდერს, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“, უმასპინძლებს. გასულ ტურში ორივე გუნდმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს, ვეტერინარები „სპარტაკს“ ესტუმრნენ და დამაჯერებელი ანგარიშით, 2-0, დათმეს შეხვედრა. ზუგდიდელებმა კი, „დილას“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, 2-1, დაამარცხეს მეტოქე. ვიტელებს ფაქტიურად განაღდებული აქვთ უმაღლეს ლიგაში დარჩენა, გიორგი დარასელიას შეგირდებს კი, ამისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდებათ.



„სპარტაკი“ ცხინვალი - „ტორპედო“ ქუთაისი

პირველი წრე: 0-2

26 აპრილი, თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო, 16:00

დისკვალიფიკაცია: გიორგი თექთურმანიძე („სპარტაკი“)

კახა კაჭარავას გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, ცხინვალელებს ქვედა ექვსეულში მატჩი არ წაუგიათ, მათ ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან სამი მოიგეს და ორი ფრედ ითამაშეს. რაც შეეხება „ტორპედოს“, ქუთათურები არასტაბილურად ასპარეზობენ და ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან, ორი მოიგეს, ორი წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს. მიუხედავად ასეთი არასტაბილური ასპარეზობისა, რევაზ ძოძუაშვილის შეგირდები „ვიტ-ჯორჯიასთან“ ერთად, თანაბარი ქულებით, პირველ მეორე ადგილებს იყოფენ. „სპარტაკი“ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას ოთხი ქულით უსწრებს და სპარტაკელებს მშვიდად ყოფნის საშუალება აქვთ.



„მერანი“ მარტვილი - „დილა“ გორი

პირველი წრე: 1-2

27 აპრილი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 16:00, უმაყურებლოდ

დისკვალიფიკაცია: პაპუნა ფონიავა, კიჭი მელიავა, ლევან გეგჭკორი (ყველა „მერანი“)

საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება გორის „დილა“, გია გიატაძის შეგირდები ზედიზედ სამი მატჩია მარცხდებიან და საკუთარი გულშემატკივრების გახარებას ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ექვსეულში „მერანმა“ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის მოგება მოახერხა, მარტვილელები კვალავ რთულ სიტუაციაში იმყოფებიან და ჯერაც ვერ დააღწიეს თავის ბოლო ადგილს. ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა მეგრელებს ძალიან გაუჭირდებათ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.  


 

ფოტო: www.fcdinamo.ge,  www.fctorpedo.ge, www.fcdila.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/FCSIONIBOLNISI

 
სფფ- პრესსამსახური