სიახლეები

უმაღლესი ლიგა - XXV ტურის მიმოხილვა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

"სიონი" ბოლნისი - "მეტალურგი" რუსთავი 2-0

გოლი: 43' ზვიად ლობჟანიძე ("სიონი"), 62' ვარლამ კილასონია (ა.ვ "მეტალურგი")

გაფრთხილება: 30' ვარლამ კილასონია ("მეტალურგი"), 48' დაჩი ფოფხაძე, 65' გიორგი აფციაური, 69 ალექსანდრე გოგობერიშვილი (ყველა "სიონი")

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ბოლნისის "სიონმა", რის შედეგადაც ლადო ბურდულის შეგირდები მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 43-ე წუთზე გიორგი კახელიშვილის დარტყმული ბურთი გრიგოლ ბედიაშვილმა ცუდად მოიგერია და დამატებაზე ზვიად ლობჟანიძემ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. პირველი ტაიმი ამავაე ანგარიშით დასრულდა. მეორე გოლი 62-ე წუთზე გავიდა, დაჩი ფოფხაძის ფლანგური გადაცემა საკუთარ კარში ვარლამ კილასონიამ ჩაჭრა. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ბოლნისელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.



"ჩიხურა" საჩხერე - "დინამო" თბილისი 1-1

გოლი: 52' ჯაბა ჯიღაური ("ჩიხურა"), 77' ოთარ მარცვალაძე ("დინამო")

გაფრთხილება: 8' იენს იანსე, 62' ირაკლი ძარია (ორივე "დინამო")

ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გაიმართა ივანწმინდაში, მარცხიანი სერიის შემდეგ "ჩიხურამ" ფრე ითამაშა, თუმცა დაქვეითებას მაინც ვერ აცდა და საკუთარი ადგილი "სიონს" დაუთმო.

მატჩის პირველი ნახევარი არც თუ ისე საინტერესო გამოდგა და პირველი ტაიმი ფრედ, 0-0, დასრულდა. მეორე ტაიმში გუნდები უფრო მობილიზებულად უტევდნენ და მოედანზე კარგი თამაში გაჩაღდა. საჩხერლებმა ანგარიშის გახსნა 52-ე წუთზე მოახერხეს, გოლის ავტორად ექსდინამონელი, ჯაბა ჯიღაური, მოგვევლინა. გაშევბული გოლსი მერე დინამოელები გააქტიურდნენ და საწადელს 77-ე წუთზე მიაღწიეს, კუთხურის შემდეგ ბურთი მარცვალაძეს მიუვიდა, მან მეტოქე ჩამოიშორა და წონასწორობაც აღარდგინა. "დინამოს" გოილსი შემდეგ კიდევ უფრო აქტიური თამაში წავიდა, მაგრამ გოლი აღარ გასულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.




"ზესტაფონი" ზესტაფონი - "გურია" ლანჩხუთი 1-0

გოლი: ლევან ქურდაძე (ა.ვ "გურია")

გაფრთხილება: 43' თედორე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), 53' ვილი ისიანი, 65' გიგი ჭეიშვილი (ორივე "გურია"), 77' ლევან შარიქაძე ("ზესტაფონი")

დაძაბული გამოდგა იმერულ-გურული დაპირისპირება, მარგველებმა გამარჯვების გოლის გატანა 92-ე მოახერხეს. გურულებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, თუმცა ბოლოს მაინც არ გაუმართლათ და გურული გულშემატკივრისდა, სამწუხაროდ მატჩი დათმეს. მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა უპირატესობას მაინც ზესტაფონელები ფლობდნენ. რაც შეეხება გოლს, როგორც უკვე მოგახსენეთ იგი 92-ე წუთზე გავიდა, ლევან შარიქაძის დარტყმულ ბურთს მიმართულება ლევან ქურდაძემ შეუცვალა მიმართულება და საკუთარ კარში ჩაჭრა. ამ გამარჯვებით ზესტაფონლებმა 9 ქულამდე შეამცირეს სხვაობა "დინამოსთან".




"ტორპედო" ქუთაისი - "დილა" გორი 0-4


გოლი: 7', 87' გიორგი ბერიაშვილი, 19' ლუკა რაზმაძე (პენ.), 30' კობა შალამბერიძე (ყველა "დილა")

გაძევება: 17'სევასტი თოდუა ("ტორპედო")

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ "დილამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და "ტორპედო" გამანადგურებელი ანგარიშით, 0-4, დაამრცხა.

ანგარიში მალევე, მე-7 წუთზე გაიხსნა, დავით ბოლქვაძის გადაცემით გიორგი ბერიაშვილი პირისპირ დარჩა მეკარესთან და შანსი არ დაუტოვა მას. სწრაფი გოლის შემდეგ უპირატესობა "დილამ" იგდო ხელთ და 19-ე წუთზე ანგარიშში სხვაობაც გაზარდა. კობა შალამბერიძის წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი, ლუკა რაზმაძემ შეასრულა ზუსტად და გორელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ მონენტიდან ზუსტად 11 წუთში, გიორგი ბერიაშვილი ფლანგიდან შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და კობა შალამბერიძეს უპასა, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმი კვლავ გორელთა უპირატესობით წარიმართა, მათ რამდენიმე ძალიან რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა ხან დაცვა თამაშობდა ზუსტად, ხანაც მეკარე. საბოლოოდ 87-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანაგრიშიც დააფიქსირა. ამ გამარჯვებით "დილამ" 35 ქულა დააგროვა და "ვიტ-ჯორჯიასთან" ერთად ლიდერობს ქვედა ექვსეულს.




"ვიტ-ჯორჯია" თბილისი - "მერანი" მარტვილი 1-0


გოლი: 69' გიორგი კალანდია ("ვიტ-ჯორჯია")

გაფრხილება: 27' გელა ხუბუა ("მერანი"), 43' ელგუჯა ლობჟანიძე, 45' შოთა დავლაშელიძე (ორივე "ვიტ-ჯორჯია")

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო "ვიტ-ჯორჯიამ", მათ "მერანს" უმასპინძლეს და მინიმალური ანაგრიშით, 1-0, დაამარცხეს მეტოქე. ამ გამარჯვებით ვიტელებმა ფაქტიურად გაიანღდეს უმაღლეს ლიგაში დარჩენა. რაც შეეხება "მერანს", თითქმის გადაწყევეტილია, რომ ეს გუნდი უმაღლეს ლიგას დატოვებს, თუმცა ვნახოთ რა იქნება და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. გოლი, 69-ე წუთზე, ვიტელთა ცენტრალურმა მცველმა, გიორგი კალანდიამ, გაიტანა და ვეტერინარებს როგორც უკვე გითხარით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.




"სპარტაკი" ცხინვალი - "ზუგდიდი" ზუგდიდი 1-1


გოლი: 16' თორნიკე თუხარელი (პენ.) ("სპარტაკი"), 22' ლუკა გუგუჩია (პენ.) ("ზუგდიდი")

გაფრთხილება: 14' ბაქარ მირცხულავა, 40' ოთარ ჯავაშვილი (ორივე "ზუგდიდი"), 61' ლაშა ჩაფიძე, 90' ზვიად მეტრეველი (ორივე "სპარტაკი")

დღვანდელი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირსპირება ფრედ დასრულდა და ზუგდიდელთა, სამწუხაროდ, გსავარდნი ზონის გარეთ კვლავ ცხინვალელები დარჩნენ.

მატჩი ორმხირივი შეტევებით წარიმართა და საბოლოო ჯამში ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. ანგარიში 16-ე წუთზე გაიხსნა, თორნიკე თუხარელმა გიორგი თექთურმანიძის წაქცევისთვსი დანიშნული პენალტი შეასრულა ზუსტად და ასე დააწინაურა საკუთარი გუნდი. ამ ეპიზოდიდან ზუსტად 6 წუთში მსაჯმა კიდევ ერთი 11 მეტრიანი დანიშნა,, ამჯერად "სპარტაკის" კარის მიმართულებით და ლუკა გუგუჩიამაც ანაგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა.
 

აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

"ჩიხურა" საჩხერე - "დინამო" თბილისი

"ზესტაფონი" ზესტაფონი - "გურია" ლანჩხუთი
"ტორპედო" ქუთაისი - "დილა" გორი

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fczestafoni.ge, www.fcdila.ge, www.fctorpedo.ge

სფფ-ის პრესსამსახური