სიახლეები

XXIV ტური - დინამომ უშუალო კონკურენტთან იმარჯვა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„მეტალურგი“ რუსთავი - „ჩიხურა“ საჩხერე 2-0

გოლი:
50’ დავით საჯაია, 88’ მერაბ გიგაური (ორივე „მეტალურგი“)

გაფრთხილება: 13’ გიორგი დათუნაიშვილი

მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა რუსთავის „მეტალურგმა“, რუსთაველებმა უშუალო კონკურენტს უმასპინძლეს და დამაჯერებლად, 2-0, დაამარცხეს მეტოქე. ამ გამარჯვებით, ვარლამ კილასონიას შეგირდებმა „ჩიხურასთან“ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა და ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა, გოლის ავტორად რუსთაველთა ახალგაზრდა მცველი, დავით საჯაია, მოგვევლინა. რაც შეეხება  მეორე გოლს, იგი 88-ე წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა. საბოლოო ჯამში, საინტერესო და დაძაბული თამაში გამოდგა, რომელსაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს.



„დინამო“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 1-0

გოლი: 73’ ოთარ მარცვალაძე („ზესტაფონი“)

გაფრთხილება: 41’ გიორგი მერებაშვილი („დინამო“), 90’ ზაზა ჭელიძე („საჩხერე“), 90’ დავით კვირკველია („დინამო“)

გუშინ გამართულმა შეხვედრამ ცენტრალური დაპირისპირების სტატუსი სრულად გაამართლა. ერთპიროვნულმა ლიდერმა მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და თავისი უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა.

პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული იყო, ვერც ერთი გუნდი დიდი ძალებით შეტევას ვერ რისკავდა და ამიტომ თამაში ძირითადად ცენტრში მიმდიანრეობდა, ტერიოტრიულ უპირატესობას კი, მარგველები ფლობდნენ. მიუხედავად ასეთი დაძაბული თამაშისა რამდენიმე მომენტის შექმნა ორივე გუნდმა შეძლო, მაგრამ პირველი ტაიმი ფრედ, 0-0, დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის დაძაბულთან ერთად სანახაობრივიც გამოდგა. ორივე გუნდი გააქტიურდა და ცდილობდნენ რაც შეიძლება მწვავედ შეეტიათ. საწყის წუთებში უპრიატსობას კვლავ „ზესტაფონი“ ფლობდა, თუმცა მალხაზ ჟვანიამ სწორი შეცვლები განახორციელა და დედაქალაქელებმა უპირატესობის მოპოვებაც მოახერხეს. „დინამომ“ გოლის გატანა 73-ე წუთზე მოახერხა, აუტიდან ბურთი დავით კვირკველიამ მოაწოდა, იგი კარისკენ ზურგით მდგარმა ოთარ მარცვალაძემ მიიღო, კარს გახედა და მოხდენილი დარტყმით ულამაზესი გოლი გაუტანა პავლოვიჩს. ამის შემდეგ ზესტაფონელებს ერთი ძალიან რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორიამ შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. რეალური მომენტები დინამოელებმაც შექმნეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.




„დილა“ გორი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 1-2

გოლი: 5’ შოთა დავლაშელიძე („ვიტ-ჯორჯია“), 22’ გიორგი ბერიაშვილი („დილა“), 68’ ნიკა სიჭინავა („ვიტ-ჯორჯია“)

გაფრთხილება: 71’ კობა შალამბერიძე („დილა“), ალექსანდრე წყაროზია („ვიტ-ჯორჯია“)

ძალიან საჭირო შეხვედრა მოიგო „ვიტ-ჯორჯიამ“. გორში გამართული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მაყურებელმა საინტრესო შეხვედრა იხილა. ანგარიში მალევე, მე-5 წუთზე გაიხსნა, შოთა დავლაშელიძემ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და აუღელვებლად გადაგზავნა მეტოქის კარში. ამის შემდეგ გორელები გააქტიურდნენ და 22-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხეს, გიორგი ბერიაშვილმა კოშკაძის ჩამოწოდებული მიიღო, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ რეალური მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერც ერთმა მოახერხა და პირველი ტაიმიც ფრედ, 1-1, დასრულდა.

მეორე ტაიმი ვეტერინართა აქტიურობით დაიწყო და 68-ე წუთზე ნიკა სიჭინავამ თავური დარტმით წინ გაიყავანა საკუთარი გუნდი. გაშვებული გოლის მერე „დილამ“ გათანაბრება სცადა, თუმცა ვიტელები კარგად თამაშობდნენ და მატჩი გამარჯვებამდეც მიიყვანეს. ამ მოგებით „ვიტ-ჯორჯიამ“ 32 ქულა მოაგროვა და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „ტორპედო“ ქუთაისი 0-1

გოლი: 53’ მამუკა ღონღაძე

გაფრთხილება: 87’ ზურაბ გელაშვილი

დაძაბული შეხვედრა გაიამრთა განმუხურში, ორივე გუნდს ძალიან სწირდებოდა სამი ქულა და ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ორივე გუნდი ძალიან ფრთხილად თამაშობდა. პირველი ტაიმიც უგოლო ფრით დასრულდა და გადაწყვეტი გოლი 53 წუთზე გავიდა, გოლი ქუთათურთა ბომბარდირმა, მამუკა ღონღაძემ, გაიტანა და „ტორპედოს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.



„მერანი“ მარტვილი - „სპარტალი“ ცხინვალი 0-0

აღნიშნული მატჩი ერთადერთი იყო ტურში, რომელშიც გოლი არ გასულა და ფრედ დასრულდა. მოგება ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა, თუმცა როგორც ხედავთ ვერც ერთმა მიაღწია საწადელს და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ ფრის შედეგად „სპარტაკმა“ იხეირა და ზუგდიდელთა მარცხის გამო ერთი ქულით გადაასწრო მათ, „მერანი“ კი, კვლავ ბოლო ადგილზეა.


აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი


ფოტო
/ვიდეო: www.fcdinamo.ge,
www.facebook.com/FCMGE

სფფ
-ის პრესსამსახური