სიახლეები

XXIV ტური - ცენტრალურს დინამო არენა უმასპინძლებს

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„დინამო“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი

პირველი ეტაპი: 2-1, 1-2

29 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 18:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.მენთეშაშვილი, ი.უკლება, დ.ხარიტონაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ჯ.ხორავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით ხურცილავა („დინამო“)

თბილისი ცენტრალურ და ამავდროულად ძალიან პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ყველასთვის ცნობილია, რომ „ზესტაფონი“ შესანიშნავ ფორმაშია და მარგველებმა ზედიზედ 6 მატჩის მოგება მოახრხეს გოლის გაუშვებლად. თბილისელები კი, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან და ბუნებრივია არაფრის დათმობას აპირებენ, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე, სადაც თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესია.



„მეტალურგი“ რუსთავი - „ჩიხურა“ საჩხერე

პირველი ეტაპი: 2-3, 1-1

29 მარტი, რუსთავი, „ფოლადი“, 15:00

მსაჯები: თ.გვანცელაძე, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, ო.ხეცაძე (სათადარიგო)

რუსთავი საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს. გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა, „მეტალურგი“ „ზესტაფონს“ ეწვია და 2-0 დათმო შეხვედრა მასპინძლებთან, „ჩიხურამ“ კი, „სიონს“ უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება და გულშემატკივრები საინტერესო მატჩის მოლოდინშია. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსთავში თამაში არც თუ ისე მარტივია, ასე რომ „ჩიხურას“ რთული მატჩი ელის, რუსთავლები კი, სასურველი შედეგის მიღწევას შეეცდებიან.







„გურია“ ლანჩხუთი - „სიონი“ ბოლნისი გადაიდო 08.04.14



„მერანი“ მარტვილი - „სპარტაკი“ ცხინვალი

პირველი ეტაპი: 2-1, 1-0

30 მარტი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 15:00, უმაყურებლოდ

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, ზ.ფიფია, ი.მაჩიტიძე, გ.ყრუაშვილი (სათადარიგო)

გასულ ტურში „მერანმა“ მოახერხა და 16 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, მარტვილელები „დილას“ ესტუმრნენ და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს. თავისმხრივ, საჭირო შეხვედრა მოიგო „სპარტაკმაც“, ცხინვალელბი „ტორპედოს“ დაუსპირისპირდნენ და დამაჯერებლად, 0-2, დაამარცხეს მეტოქე. თითოულ ქულას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ხვალ დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელი დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე და მაყურებლის გარეშე ჩატარდება.



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „ტორპედო“ ქუთაისი

პირველი ეტაპი: 0-0, 1-2

30 მარტი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 15:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ლ.ვარამიშვილი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით კირკიტაძე („ზუგდიდი“)

საინტერესო შეხვედრა გაიმართება განმუხურში, გასულ ტურში „ზუგდიდმა“ იმარჯვა და მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება. თავისმხრივ მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს „ტორპედო“, რადგანაც ქუთათურები გასულ ტურში დამარცხდნენ და სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაირთულეს. დისკვალიფიკაციის გამო ზუგდიდელებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებათ, დავით კირკიტაძემ წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და სწორედ ამიტომ ვერ ითამაშებს ზეგინდელ მატჩში.



„დილა“ გორი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი

პირველი ეტაპი: 0-2, 1-1

30 მარტი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 15:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, დ.ჩიგოგიძე, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ირაკლი ღიბრაძე („ვიტ-ჯორჯია“)

ქვედა ექვსეულის ცენტრალური დაპირისპირება გორში გაიმართება, ერთმანეთს მეშვიდე, მერვე ადგილოსნები დაუპირისპირდებიან, მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. წინა ტურში ორივე გუნდი დამარცხდა და აქედან გამომდინარე გამარჯვება ორივეს ორმაგად სურს. „დილასა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ უკანასკნელი დაპირისპირება სწორედ გორში გაიმართა და ფრედ, 1-1, დასრულდა.




ფოტო
: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fcdila.ge

სფფ- პრესსამსახური