სიახლეები

XXIII ტური - ლიდერებმა კვლავ იმარჯვეს

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ჩიხურა“ საჩხერე - „სიონი“ ბოლნისი 1-2

გოლი:
59’ ზვიად ლობჟანიძე, 77’ ჯაბა უგულავა (ორივე „სიონი“), 82’ ზაზა ჭელიძე („ჩიხურა“)

გაფრთხილება: 27’ ვლადიმერ უგრეხელიძე, 72’ გიორგი განუგრავა (ორივე „სიონი“)

გუშინ, ივანწმინდაში გამართული შეხვედრა საკამაოდ საინტერესო შედეგით დასრულდა, „სიონმა“ უშუალო კონკურენტი დაამარცხა და მასთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა და ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა, 59-ე წუთზე გოლის ავტორად ბოლნისელთა ნახევარმცველი, ზვიად ლობჟანიძე, მოგვევლინა. ანგარიშში სხვაობის გაზრდა „სიონის“ ახალგაზრდა შემტევმა, ჯაბა უგულავამ, მოახერხა შეხვედრის 77-ე წუთზე. მატჩის საბოლოო შედეგი კი, „ჩიხურას“ ფეხბურთელმა, ზაზა ჭელიძემ, დააფიქსირა 82-ე წუთზე.



„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „მეტალურგი“ რუსთავი 2-0

გოლი: 14’ ნიკოლოზ საბანაძე, 34’ დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე „ზესტაფონი“)

გაფრთხილება: 25’ კახაბერ კაკაშვილი („მეტალურგი“)

ქართველი გულშემატკივრის გაოცებას განაგრძობს „ზესტაფონი“, მათ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგეს და თანაც არც ერთი გოლი არ გაუშვიათ, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს შესანიშნავი შედეგია.

ამჯერად ზესტაფონელები „მეტალურგს“ დაუხვდნენ და დამაჯერებლად, 2-0, დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მატჩის დაწყებიდან მალევე, მე-14 წუთზე გაიხსნა, გეწაძის ფლანგურ ჩაწოდებას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა ზუსტი თავურით და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. გატანილი გოლის შემდეგ „ზესტაფონი“ კიდევ უფრო გააქტიურდა და მათ მეორე გოლის გატანაც მოახერხეს, 34-ე წუთზე გოლის ავტორად დიმიტრი ტატანაშვილი მოგვევლინა.

საინტერესო მომენტები მეორე ტაიმშიც შეიქმნა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა და შეხვედრაც 2-0 დასრულდა.




„დინამო“ თბილისი - „გურია“ ლანჩხუთი 3-0

გოლი: 36’ ჩისკო, 49’ ოთარ მარცვალაძე, 83’ დარკო გლიშიჩი (ყველა „დინამო“)

გაფრთხილება: 21’ დავით ხურცილავა, 45’ ალექსანდრე შენგელია, 53’ არნაუ ჩუენსუ, 84’ ნიკა კილაძე

ლოგიკური შედეგით დასრულდა თბილისში გამართული შეხვედრა, ერთპიროვნულმა ლიდერმა, თბილისის „დინამომ“, „გურიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-0, დაამარცხა მეტოქე.

პირველი ტაიმი გარდამავალი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მომენტებს ორივე გუნდი ჰქმნიდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა, თამაში ძირითადად  ცენტრში მიმდინარეობდა. ანგარიში 36-ე წუთზე გაიხსნა, კვირკველიას გრძელი გადაცემის ჩაჭრა მცველმა ვერ მოახერხა და ბურთი ჩისკოს მიუვედა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს კი, გოლის გატანა არ გასჭირვებია. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე 49-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც მოახერხეს. თორნიკე გორგიაშვილის დარტყმული მეკარემ მოიგერია, მან განმეორებითი დარტყმის მოგერიებაც მოახერხა, თუმცა ოთარ მარცვალაძის მესამე დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა და ოთარმა სადებიუტო გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდმა გაცვალეს, მაგრამ 83-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა. 83-ე წუთზე „დინამომ“ კუთხური მოაწოდა,საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი გლიშიჩს მიუვიდა, მანაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა მეორე შეხებით კი, ეფექტური გოლის გატანა მოახერხა. მატჩში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და ანგარიშიც უცვლელი დარჩა, დედაქალაქელებმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს.




„დილა“ გორი - „მერანი“ მარტვილი 1-2

გოლი: 53’ კობა შალამბერიძე („დილა“), 67’ დათა ციცხვაია, 72’ კიჭი მელიავა (ორივე „დილა“)

გაფრთხილება: 57’ ალექსი ბენაშვილი („მერანი“), 65’ გივი ქარქუზაშვილი, 90’ დავით ლეგაშვილი (ორივე „დილა“)

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მარტვილის „მერანმა“, ისინი გორს ეწვივნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 1-2, დაამარცხეს მეტოქე.

პირველი ტაიმი „დილას“ უპირატესობით წარიმართა, მათ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა გატანა ვერ მოახერხეს. გატანის შანსი მარტვილელებსაც ჰქონდათ, მაგრამ პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, იგი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა, კობახიძემ სოლო რეიდის შემდეგ შალამბერიძეს უპასა და ამ უკანასკნელმა მახვილი კუთხიდან მოახერხა გოლის გატანა. გაშვებული გოლის შემდეგ „მერანი“ გააქტიურდა და თამაშის შემობრუნებაც მოახერხა. 67-ე წუთზე, დათა ციცხვაიამ მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა გაათანაბრა. მეორე და გადამწყვეტი გოლი კი, 72-ე წუთზე გავიდა, კიჭი მელიავამ მახვილი კუთხიდან ლამაზად მოჭრა ბურთი და ეფექტური გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით „მერანმა“ 16 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და პირველი ნაბიჯი გადადგა უმაღლესში დასარჩენად.



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 1-2

გოლი: 31’ კლიმენტი წიტაიშვილი, 58’ გურამ სამუშია (ორივე „ზუგდიდი“), 84’ გიორგი გეთიაშვილი („ვიტ-ჯორჯია“)

გაფრთხილება: 33’ დავით კირკიტაძე („ზუგდიდი“), 60’ ირაკლი ღიბრაძე („ვიტ-ჯორჯია“), 73’ ბაქარ მირცხულავა („ზუგდიდი“)

გაძევება: 83’ დავით კირკიტაძე („ზუგდიდი“)

ძალზე საჭირო ქულები დაკარგა „ვიტ-ჯორჯიამ“, ვეტერინარებმა „ზუგდიდს“ უმასპინძლეს და 1-2 დამარცხდნენ. ანგარიში პირველი ტაიმში გაიხსნა, 31-ე წუთზე საკმაო პაუზის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებულმა, კლიმენტი წიტაიშვილმა, გოლი გაიტანა და ზუგდიდელები წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე გოლი, 58-ე წუთზე გურამ სამუშიამ გაიტანა და „ზუგდიდის“ უპირატესობა დამაჯერებელი გახადა. საბალოო ანგარიში „ვიტ-ჯორჯიას“ კაპიტანმა გიორგი გეთიაშვილმა დააფიქსირა 84-ე წუთზე.



„ტორპედო“ ქუთაისი - „სპარტაკი“ ცხინვალი 0-2

გოლი: 54’ ლაშა ქემუხტაშვილი, 86’ ლაშა პარუნაშვილი (ორივე „სპარტაკი“)

გაფრთხილება: 18’ ზაალ ელიავა („ტორპედო“)

„ჩიხურასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, კვლავ დამარცხდა ქუთაისის „ტორპედო“, ამჯერად ქუთათურებმა ნეიტრალურ მოედანზე უმასპინძლებს „სპარტაკს“ და 0-2 დათმეს შეხვედრა.

ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა, 54-ე წუთზე გოლის ავტორად ლაშა ქემუხტაშვილი მოგვევლინა. ამის შემდეგ უპირატესობას ცხინვალელები დაეუფლნენ, თუმცა გატანის შანსი „ტორპედოსაც“ ჰქონდა. საბოლოო, ჯამში 86-ე წუთზე ლაშა პარუნაშვილმა მეორე გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ამ გამარჯვებით „სპარტაკმა“ 6 ქულამდე შეამცირა სხვაობა „ტორპედოსთან“.  



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„დინამო“ თბილისი - „გურია“ ლანჩხუთი
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „მეტალურგი“ რუსთავი



ფოტო
/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.facebook.com/FCSIONIBOLNISI, www.fczestafoni.ge

სფფ-ის პრესსამსახური