სიახლეები

უმაღლესი ლიგა: XIV ტურის მიმოხილვა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„ჩიხურა“ საჩხერე  - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი 3-0

გოლი:
დიმიტრი ტატანაშვილი (53, 86), ბესიკ დეკანოიძე (59)

გაფრთხილება: 82’ ირაკლი ღიბრაძე („ვიტ-ჯორჯია“)

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, იგი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მათ დასაწყისშივე შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა დეკანოიძემ მომენტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ საჩხერლები კვლავ ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა ნელ-ნელა სათამაშო ინიციატივა თბილისელთა ხელში აღმოჩნდა. მათ რამდენიმე მომენტი ჩექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ, 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ზემო იმერელთა აქტიურობით დაიწყო და მათ მალევე შეძლეს გოლის გატანა, 53-ე წუთზე გუნდის ბომბარდირმა, დიმიტრი ტატანაშვილმა, ზუსტად დაარტყა და მასპინძლები დააწინაურა. გოლიდან სულ რაღაც 6 წუთში საჩხერლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს, გოლის ავტორი ბესიკ დეკანოიძე გახდა. 6 წუთიან მონაკვეთში გაშვებულმა ორმა გოლმა სტუმრები გატეხა და „ჩიხურა“ სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. მატჩის საბოლოო შედეგი 86-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა დააფიქსირა და დუბლი გაიფორმა.



„ზუგდიდი“ ზუგდიდი  - „მერანი“ მარტვილი 0-0

გაფრთხილება: 55’ თეიმურაზ ფარულვა („მერანი“), 60’ გიორგი პაჭკორია („ზუგდიდი“)

აღნიშნული მატჩი ერთადერთი იყო ტურში, რომელშიც გოლი არ გასულა. გუნდში გიორგი დარასელიას მოსვლის შემდეგ პირველი ქულა აიღო ზუგდიდმა, ასევე შეგვიძლია ვთქვათ „მერანზეც“ გუნდში კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ ეს მათი პირველი ქულაა. ვერ ვიტყვით, რომ მატჩი სანახაობრივი გამოდგა, გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. მატჩის შედეგს არც სატურნირო ცხრილში გამოუწვევია რაიმე ცვლილება.



„გურია“ ლანჩხუთი - „სიონი“ ბოლნისი 1-2

გოლი: თენგიზ ჩიკვილაძე (პენ. 24), გიორგი განუგრავა (40), გიორგი კახელიშვილი (44)

კვლავ პრობლემებით შეხვდა ამ შეხვედრას ლანჩხუთის „გურია“. ცნობილი იყო, რომ ლანჩხუთელები პროტესტის ნიშნად მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ, თუმცა მატჩი მაინც შედგა და ბოლნისლთან გამარჯვებით დასრულდა, აღსანიშნავია, რომ ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. შეხვედრაში ანაგარიში 24-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ პენალტით გახსნა. ტაიმის ბოლოს კი იყო 4 წუთიანი მონაკვეთი, რომელმაც საბოლოო ჯამში მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჯერ იყო და მე-40 წუთზე გიორგი განუგრავამ ანაგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, 44-ეზე გიორგი კახელიშვილმა „სიონი“ დააწინაურა. ამ გამარჯვებით „სიონმა“ ექვსეულში მოხვედრის შანსი გაიუმჯობესა.



„დილა“ გორი  - „ტორპედო“ ქუთაისი 3-0

გოლი: მიხაილ გორელიშვილი (60), ნიკოლოზ სადაღაშვილი (78), გიორგი ქვილითაია (88)

გაფრთხილება: 6’ მათე ცინცაძე („ტორპედო“), 7’ ნიკოლოზ ფირცხალავა („ტორპედო“), 41’ მიხაილ გორელიშვილი („დილა“), 59’ ზაზა ჭელიძე („ტორპედო“), 59’ ოთარ ხიზანეიშვილი („დილა“), 69’ გიორგი ქვილითაია („დილა“), 72’ მერაბ გიგაური („ტორპედო“)

ტურის ცენტრალურმა მატჩმა, სტატუსი გაამართლა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და რაც მთავარია სანახაობრივი გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი. მატჩის პირველი ნახევარი არც თუ ისე საინტერეს იყო, რადგანაც ხშირი იყო დარღვევბი და მატჩიც ხშირად ჩერდებოდა, თუმცა ტერიოტრიულ უპირატესობას პირველ ტაიმშიც გორელები ფლობდნენ, მათ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმენს მეტოქეის კართან.

რაც შეეხება მეორე ნახევარს, იგი გორელთა მწვავე შეტებით განახლდა. ამ შეტევებმა შედეგი გამოიღო და მე-60 წუთზე მიხალ გორელიშვილმა შესანიშნავი, მოჭრილი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. „დილამ“ კიდევ უფრო ირწმუნა საკუთარი ძალები და შეტევებს აგრძელებდა, 78-ე წუთზე კი, დოლიძის ფლანგურ გადაცემას ნიკოლოზ სადაღაშვილი გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა ბურთი. მატჩის საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა, გიორგი ქვილითაიამ 88 წუთზე დააფიქსირა, მან ბოლქვაძის პასით ისარგებლა, ორი მეტოქე ჩაიმოიტოვა და მოხდენილი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შედეგად გორელები მეოთხე პოზიციაზე აღზევდნენ ტორპედო კი, მეექვსეზე დაქვეითდა.



„სპარტაკი“ ცხინვალი  - „დინამო“ თბილისი 0-4

გოლი: პატრიკ ვუო (2), ჩისკო მუნიოსი (48, 50), დორინ გოგა (74)

გაფრთხილება: 32’ დორინ გოგა („დინამო“), 37’ ლევან ჩაფოძე („სპარტაკი“), 65’ გიორგი გველესიანი („დინამო“)

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და დინამოელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მე-3 წუთზე პატრიკ ვუომ გახსნა, მან საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და მეტოქის კარში გადაგზავნა ბურთი. ადრეული გოლის შემდეგ უპირატესობას „დინამო“ ფლობდა, მათ რამდენიმე სახიფათო მომენტი შემქნეს, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხეს. დინამოელთა მომენტების კვალდაკვალ რამდენიმე სახიფათო მომენტი ცხინვალელბმაც შექმნეს, თუმცა გიორგი ლორია დამაჯერებელი იყო. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

რაც შეეხება მეორე ტაიმს იგი კვლავ თბილისელთა შეტევებით განახლდა და უკვე 48-ე წუთზე ესპანელმა, ჩისკო მუნიოსმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ამ მომენტიდან ზუსტად 2 წუთი იყო გასული, როდესაც ჩისკომ კიდევ ერთხელ გაიტანა და დინამოელთა უპირატესობა სოლიდური გახადა. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე დორინ გოგამ დააფიქსირა. ამ შეხვედრაში შედგა საქართველოს 19 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი „დინამოს“ ძირითად გუნდში.



„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „მეტალურგი“ რუსთავი 2-1

გოლი: ლევან შარიქაძე (9), გიორგი ჭანკოტაძე (50), გიორგი ჩირგაძე (68)

გაფრთხილება: 90’ ლევან შარიქაძე („ზესტაფონი“)

დღევანდელი სათამაშო დღის უკანასკნელი მატჩი ზესტაფონში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და მათ დაწინაურება უკვე მე-9 წუთზე შეძლეს. საშუალო დისტანციიდან ლევან შარიქაძის დარტყმული ბურთი მეკარემ ვერ შეიმაგრა და კარში აღმოჩნდა. მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა, რამაც მატჩზე გარკვეული ზეგავლენა იქონია. პირველ ნახევარში ზესტაფონელები ფლობდნენ უპირატესობას და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

მეორე ნახევარიც მარგველთა კარნახით დაიწყო და 50-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ ანგარიში 2-0 გახადა. გოლის შემდეგ „ზესტაფონი“ ოდნავ მოდუნდა და ისე მწვავედ აღარ უტევდა, თუმცა ტერიტორიულ უპირატსობას მაინც ფლობდა. რუსთაველებიც გააქტიურდნენ და ცდილობდნენ სახიფათო მომენტების შექმნას, ამ აქტიურობამ შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო, როდესაც გიორგი ჩირგაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. გოლის შემდეგ მატჩში საინტერესო არაფერი მომხდარა. ამ გამარჯვებიც ზესტაფონელები ჩემპიონობისთვის და საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ ექვსეულს შეურთდა.