სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პეტარ სეგრტი ჭი

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტარ სეგრტი გუშინ ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ”მაღაროელს” სპეციალური ვარჯიში ჩაუტარა.



ხორვატ სპეციალისტთან ერთად ჭიათურაში იმყოფებოდნენ მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები: გელა შეყილაძე, ოთარ გაბელია, გიორგი დევდარიანი...



”ასეთი გასვლები არა მარტო ჩვენთვის, კლუბებისთვისაც ძალიან კარგია - ჩვენ ადგილზე ვეცნობით საინტერესო ფეხბურთელებს, გუნდები კი იმ სამწვრთნელო მეთოდებს ეცნობიან, რომლითაც საქართველოს ნაკრებებში სარგებლობენ,” - განაცხადა პეტარ სეგრტმა.



შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა სეგრტი საქართველოს რაიონებში ატარებს ვარჯიშებს: მარტის დასაწყისში ხორვატმა სპეციალისტმა ვარჯიშები ჩაატარა ზუგდიდსა და საჩხერეში.