სიახლეები

ევრო 2009: რუსეთი - საქართველო; საქართველო - პოლო

გაუზიარე

5 და 10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ორი შესარჩევი შეხვედრა ელის. ჩვენი გუნდი პირველად რუსეთის ნაკრებს სტუმრად უნდა გაეჯიბროს, ხუთი დღის შემდეგ კი თბილისში პოლონელ თანატოლებს უნდა უმასპინძლოს.



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ხსენებული მატჩებისთვის ნაკრებში მოემზადებიან:



მეკარეები: რევაზ თევდორაძე (”გაგრა”), მიხეილ ალავიძე (”სტანდარდი”; აზერბაიჯანი), ამირან კოტრიკაძე (”გაგრა”)

მცველები: ამირან სანაია (”ლე მანი”; საფრანგეთი), გიორგი ელბაქიძე (”ამერი”), გიორგი ფოფხაძე (”ვიბორგი”; დანია), ზურაბ გვაძაბია (”ამერი”), გურამ კაშია (”დინამო თბილისი”), ბაქარ მირცხულავა (”ბენფიკა”; პორტუგალია), დავით მჭედლიშვილი (”ამერი”), გულვერდ თომაშვილი (”დინამო თბილისი”), ალექსი ბენაშვილი (”ზესტაფონი”), გიორგი ნავალოვსკი (”ანჟი”; რუსეთი)

ნახევარმცველები: გიორგი ხიდეშელი (”ზესტაფონი”), მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”), ნიკოლოზ ფირცხალავა (”დინამო თბილისი”), მირზა ბჟალავა (”ლუშტენაუ”; ავსტრია), თორნიკე თარხნიშვილი (”სპარტაკი”), შოთა გრიგალაშვილი (”დინამო თბილისი”), გიორგი მერებაშვილი (”დინამო თბილისი”), თემურ შონია (უკლუბოდ), დავით თარგამაძე (”ფრაიბურგი”; გერმანია), სანდრო კობახიძე (”დნიპრო”; უკრაინა), ირაკლი კვეკვესკირი (”დინამო”; რუსეთი), ირაკლი ჩირიკაშვილი (”ლოკომოტივი”), დავით დევდარიანი (”ოლიმპი”), ზაქარია ბეგლარიშვილი (”ოლიმპი 2”)

თავდამსხმელები: ვახტანგ ფანცხავა (”ლე მანი”; საფრანგეთი), მათე ვაწაძე (”დინამო თბილისი”), გიორგი ივანიშვილი (”ციურიხი”; შვეიცარია), ბესიკ ჩიმაკაძე (”ამერი”), ირაკლი შეყილაძე (”ემპოლი”; იტალია)



10 სექტემბერს საქართველოსა და პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 18 საათზე დაიწყება.