5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩს ჩრდილოირლანდიელ მსაჯთა ოთხეული მოემსახურება შემდეგი შემადგენლობით: ადრიან მაკკორტი (მთავარი მსაჯი), ტომას ფეირფილდი, დენ სტეელი (ასისტენტები), დევიდ მალკოლმი (მეოთხე მსაჯი).
მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას უნგრელი იანოშ რინგი შეასრულებს, უეფა-ს მატჩის დელეგატი კი რუმინელი იონელ პისკანუ იქნება.
გაუზიარე