10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება.
მატჩს სომეხ მსაჯთა ოთხეული მოემსახურება შემდეგი შემადგენლობით: არმან ამირხანიანი (მთავარი მსაჯი), სურენ ბალიიანი, ზავენ ოვჰანესიანი (ასისტენტები), არარატ ტშაგარიანი (მეოთხე მსაჯი).
მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას ებრაელი სუეილ დაოოდი შეასრულებს, უეფა-ს მატჩის დელეგატი კი ლუქსემბურგელი ივ ბურნიონი იქნება.
გაუზიარე