სიახლეები

ევრო 2009. შესარჩევი მატჩი რუსეთი 4:0 საქართველო

გაუზიარე

დღეს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, სტადიონზე ”ტრაქტორი”, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი შეხვედრა ჩაატარა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან და 0:4 დამარცხდა.



რუს ფეხბურთელთაგან გოლები ნაბაბკინმა (მე-7 წთ), პრუდნიკოვმა (41-ე და 52-ე წთ) და სალუგინმა (63-ე წთ) გაიტანეს.



მატჩი მოსკოვში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების გამო, უეფა-მ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება გადაწყვიტა.



10 სექტემბერს ამავე სტადიონზე გაიმართება საქართველოს ნაკრების ბოლო საკვალიფიკაციო მატჩი პოლონელების წინააღმდეგ, რომელიც თბილისში უნდა ჩატარებულიყო.