დღეს დანიის ქალაქ ორჰუსში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა შედგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა თურქეთის, შვეიცარიის, სომხეთის, ირლანდიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად.
შესარჩევი ტურნირი წლეულს, 28-29 მარტს დაიწყება და 2010 წლის 7 სექტემბერს დასრულდება. მეტოქეები წრიული სისტემით, შინ და სტუმრად ითამაშებენ.
ჯგუფების გამარჯვებულნი (10 ნაკრები) და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი ორმატჩიან ფლეი-ოფში გაარკვევს ფინალური ეტაპის მონაწილე 7 ნაკრებს. ჩემპიონატის მასპინძელი დანია ფინალურ ეტაპზე ავტომატურადაა დაშვებული.
გაუზიარე