საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სექტემბრიდან ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, მანამდე კი გუნდი ამხანაგურ თამაშებს ჩაატარებს.
კახა ცხადაძის გუნდისთვის სამი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა: 27 მარტს ქართველი 21-წლამდელები კვიპროსში მასპინძელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, 1 აპრილს თბილისში ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებენ, 6 ივნისს კი, ასევე შინ შეხვდებიან მოლდოვის 21-წლამდელთა ნაკრებს.
სიახლეა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც: მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის თანაშემწედ თბილისის ”დინამოს” და ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი გელა ინალიშვილი დაინიშნა.
გაუზიარე