დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუსთავში, სტადიონზე ”ფოლადი” ბელარუს თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის 62-ე წუთზე შორეული, ულამაზესი დარტყმით სტუმართა თავდამსხმელმა სტას რეკიშმა შეაგდო.
მატჩი შეუპოვარ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - მეტოქეებმა ერთმანეთის კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მეტწილად, მეკარეები საიმედოდ თამაშობდნენ.
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა შინ პირველი, საერთოდ კი მეორე შეხვედრა ჩაატარა: 27 მარტს ჩვენმა გუნდმა კვიპროსზე, მასპინძლებთან ფრედ 1:1 ითამაშა.
* * *
ამხანაგური მატჩი. 1 აპრილი, 2009. რუსთავი, ”ფოლადი”. 3.000
საქართველო 0:1 ბელარუსი
გოლი: 0:1 ს.რეკიში (62)
საქართველო: რ.თევდორაძე, დ.ხურცილავა (გ.თომაშვილი 83), გ.ხიდეშელი, ლ.თოთაძე (ბ.ბებუა 73), გ.ადამაძე, გ.განუგრავა (კაპ) (თ.თარხნიშვილი 60), ა.ბენაშვილი, გ.ცხადაია, ბ.ჩიმაკაძე (მ.როსტიაშვილი 46), ი.ძარია (ვ.ნემსაძე 78), ი.ხუციძე (ზ.ბეგლარიშვილი 46)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
ბელარუსი: ა.ხუტორი, ს.დრაშუნი (პ.კოლოცეი 81), ს.მატვეიჩიკი, მ.სკავუში (ა.ვორონკოვი 73), ი.კარპოვიჩი (კაპ), ნ.ბუბნოვი (ს.სავოსტიანოვი 46), ნ.ბუკატკინი (ვ.გოლიკი 84), ს.რეკიში (მ.ვიტუსი 75), პ.ნეხაიჩიკი (ს.ტოლკანიცა 65), ა.მატვეენკო, ი.რიჟკო (ა.პოლიტენიჩი 46)
მწვრთნელი: გიორგი კონდრატიევი
გაფრთხილება: ს.დრაშუნი, ა.მატვეენკო, ა.ბენაშვილი
მსაჯები: ლ.კვარაცხელია; მ.ელიკაშვილი, გ.ჩიგოგიძე; ხ.გაგნიძე
გაუზიარე