5 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში რუსთავის ”ფოლადის” სტადიონზე 17.30 საათზე დაიწყება.
ამხანაგურ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ოთხეული მოემსახურება შემდეგი შემადგენლობით: ოთარ ხეცაძე (არბიტრი); შოთა ქუხილავა, გიორგი ყრუაშვილი (ასისტენტები); ვასილ ელისაბედაშვილი (მეოთხე მსაჯი).
მსაჯთა დამკვირვებელი ამირან კაჭახიძე იქნება.
გაუზიარე