გუშინ, 5 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუსთავში, სტადიონ ”ფოლადზე” მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
თამაში ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, ერთადერთი გოლი კი მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე გავიდა: კიევის ”დინამოს” ფეხბურთელმა ლაშა თოთაძემ მოლდოველთა კარიდან დაახლოებით 25 მეტრში დანიშნული საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა - 1:0.
”ჩვენი მთავარი პრობლემა შეუთამაშებლობაა, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მართალია მოვიგეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეტი პრაქტიკის შემთხვევაში ჩვენი უპირატესობა კიდევ რამდენიმე გოლით იქნებოდა ასახული,” - განაცხადა კახა ცხადაძემ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 10 ივნისს, ტირანაში, ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ამხანაგური მატჩი. 5 ივნისი, 2009. რუსთავი, ”ფოლადი”. 2.000
საქართველო 1:0 მოლდოვა
გოლი: 1:0 თოთაძე (63)
საქართველო: რ.კვასხვაძე, დ.ხურცილავა, გ.ხიდეშელი, ლ.თოთაძე, ა.სანაია (ლ.კაკუბავა 79), გ.განუგრავა (ვ.ნემსაძე 22), თ.შონია, ი.კლიმიაშვილი (გ.ჭედია 83), ზ.ბეგლარიშვილი (გ.კბილცეცხლაშვილი 60), გ.ივანიშვილი (გ.ფანცხავა 60), დ.თარგამაძე (ვ.ბოლქვაძე 60)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
მოლდოვა: ო.ტუგულეა, ი.ანდრონიკი, დ.ბოგდანი (ს.კარაულანი 79), ა.ვერბეტჩი, დ.ბერბინშჩი, ი.ბონდარჩუკი (ა.გროსუ 65), ა.იონიტა, ა.ჩეპტენე, ა.ტრუხანოვი (ე.სიდორენკო 46), ა.პატრაში (ვ.კარაუში 84), ა.დედოვი (დ.ვორნიშელი 23)
მწვრთნელი: სერგეი კირილოვი
გაფრთხილება: ი.ბონდარჩუკი, დ.ბერბინშჩი, გ.ფანცხავა
მსაჯები: ო.ხეცაძე; შ.ქუხილავა, გ.ყრუაშვილი; ვ.ელისაბედაშვილი
გაუზიარე