დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მასპინძელთა ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
მასპინძლებმა გამარჯვება 87-ე წუთზე ელვინ კარაბოტის მიერ შესრულებული ზუსტი დარტყმით მოიპოვეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 12 აგვისტოს, ლიტვაში ჩაატარებს.
ამხანაგური მატჩი. 10 ივნისი, 2009. ალბანეთი, ტირანა. 1.000
ალბანეთი 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ე.კარაბოტი (87)
საქართველო: რ.კვასხვაძე, გ.თომაშვილი, ლ.თოთაძე, გ.ხიდეშელი (დ.ხურცილავა 90), ლ.კაკუბავა, ვ.ნემსაძე, თ.შონია (ვ.ბოლქვაძე 79), ნ.მაისურაძე (მ.ბარაბაძე 71), თ.თარხნიშვილი (გ.ადამაძე 79), დ.თარგამაძე (გ.კბილცეცხლაშვილი 46), ვ.ფანცხავა (გ.ივანიშვილი 46)
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: თ.შონია
მსაჯი: ა.იანკუ (ალბანეთი)
გაუზიარე