სიახლეები

საქართველოს ნაკრები ოთხთა ტურნირი ბულგარეთში

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 21 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ბულგარეთის ქალაქ სლივენში ოთხთა საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. ოთარ გაბელიას გუნდის მეტოქეები მასპინძელთა გარდა, სამხრეთ აფრიკის და ზიმბაბვეს ნაკრებები იქნებიან.



21 ივლისს, ადგილობრივი დროით 17 საათზე საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი შედგება, ორი საათის შემდეგ კი მასპინძლები ზიმბაბველებს დაუპირისპირდებიან. 24 ივლისს 17 საათზე ჯერ ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკა ითამაშებენ, 19 საათზე კი მასპინძლები ქართველ ფეხბურთელებს გაეჯიბრებიან, 26 ივლისს კი თავდაპირველად ქართველი და ზიმბაბველი ახალგაზრდები ითამაშებენ, შემდეგ კი ბულგარეთი-სამხრეთ აფრიკის მატჩი გაიმართება.



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთში 19 ივლისს გაემგზავრება.