გუშინ 21 ივლისს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სლივენში ოთხთა საერთაშორისო ტურნირის პირველი შეხვედრა ჩაატარა. 21 წლამდე ნაკრები აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩი მოწინააღმდეგეთა უპირატესობით დაიწყო. ბულგარელმა არბიტრმა მე-14 წუთზე პელანტი დანიშნა. სამხრეთ აფრიკელთა კაპიტანმა მალულეკამ ეს შანსი გოლად აქცია 0:1.
ჩიმაკაძემ და თოთაძემ ორჯერ ვერ გამოიყენეს რეალური საგოლე მომენტი. ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 86-ე წუთზე შეძლეს. შონიამ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი აფრიკელთა კარში გაგზავნა 1:1.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მორიგ შეხვედრას 24 ივლისს მასპინძელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბულგარეთის ოთხთა ტურნირი. 21 ივლისი, 2009. სლივენი, ბულგარეთი.
საქართველო 1:1 სამხრეთ აფრიკა
გოლები: მალელუკა; შონია
საქართველო: თევდორაძე; ადამაძე (კასრაძე 67); თოთაძე; გამრეკლიძე; კილაძე; შონია; თარხნიშვილი; მაისურაძე; ხუციძე; ბოლქვაძე (პავლიაშვილი 46); ჩიმაკაძე (ჭედია 69)
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
გაუზიარე