ბულგარელებთან მარცხმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაუკარგა.
გუშინ ბულგარეთში მიმდინარე ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე ოთარ გაბელიას გუნდი ბულგარელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
ბულგარელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, თუმცა თემურ შონიამ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა 1:1.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს, რასაც მალე ადამაძის გაძევება მოჰყვა მოედნიდან. თამაში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ახალგაზდული ნაკრები ხვალ ზიმბაბვეს ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს.
ბულგარეთის ოთხთა ტურნირი. 24 ივლისი, 2009. სლივენი, ბულგარეთი.
ბულგარეთი 2:1 საქართველო
გოლები: 1:0 პეტკოვი (45); 1:1 შონია (71); 2:1 კრაჩანოვი
საქართველო: თევდორაძე; ადამაძე; თოთაძე; გამრეკლიძე; კილაძე; შონია; თარხნიშვილი; მაისურაძე (ხუციძე 82); ბოლქვაძე (ჩიმაკაძე 85); პავლიაშვილი; ჭედია
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
გაუზიარე