გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველი შეხვედრა ჩაატარა: ოთარ გაბელიას გუნდი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მასპინძლებთან 0:2 დამარცხდა.
ორივე გოლი ესტონელებმა ტაიმების მიწურულს გაიტანეს: 42-ე წუთზე სერგეი მოშნიკოვმა დალაშქრა რევაზ თევდორაძის კარი, მატჩის უკანასკნელ, 90-ე წუთზე კი ჰენრი ანიერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით პირველად ჩაატარა ოფიციალური მატჩი, 9 სექტემბერს ევრო 2011-ის შესარჩევ ტურნირში ზესტაფონში თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.
ევრო 2011 - შესარჩევი ტურნირი. 5 სექტემბერი, 2009. ესტონეთი, ტალინი, ”ა ლე კოქ არენა”. 1.250
ესტონეთი 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 ს.მოშნიკოვი (42), 2:0 ჰ.ანიერი (90)
ესტონეთი: ს.პედოკი, ა.ვაისი, მ.ჩეგოდაევი, ა.იახიმოვიჩი, ი.მოროზოვი, ე.პური (ა.სილასტე 68), ს.მოშნიკოვი, კ.კალასტე, რ.ალიკუ (ჰ.ანიერი 77), ა.ფროლოვი, კ.სააგი (ა.ტაარი 88)
მწვრთნელი: ფრანკ ბერნჰარდტი
საქართველო: რ.თევდორაძე, გ.თომაშვილი, ლ.კაკუბავა, გ.ხიდეშელი, ლ.თოთაძე, გ.ჯანელიძე (ა.ბენაშვილი 88), მ.დაუშვილი, ი.კლიმიაშვილი, გ.გუგავა (თ.შონია 73), ლ.კუტალია (გ.ჭედია 69), გ.ივანიშვილი
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
გაფრთხილება: ა.იახიმოვიჩი, ე.პური, ლ.კაკუბავა, გ.ხიდეშელი
მსაჯები: მ.თორისონი; ო.ი.გუდფინსონი, ა.თ.გისლასონი (ისლანდია)
გაუზიარე