9 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რიგით მესამე შეხვედრას ჩაატარებს - ჩვენი გუნდი დუბლინში, ”თელლაით სტედიუმზე” ირლანდიის ნაკრებს გაეჯიბრება.
ამ თამაშს ბერძენი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი მსაჯი გეორგიოს დალუკასი, ასისტენტები დიმიტრიოს ბოზაციდისი და დიმიტრიოს სარაიდარისი, მეოთხე მსაჯი - დიმიტრიოს კალოპულოსი.
მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შვედი კრისტერ ფალსტრიომი შეასრულებს, მატჩის დელეგატი კი მალტელი კარმელო მარტოლო იქნება.
გაუზიარე