სიახლეები

ევრო 2011: შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრები

გაუზიარე

9 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მორიგ შეხვედრას ჩაატარებს: ოთარ გაბელიას გუნდი ირლანდიას სტუმრად გაეჯიბრება.



13 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიაში ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.



ოთარ გაბელიამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ოფიციალური მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობაში მოემზადებიან:



მეკარეები: რევაზ თევდორაძე (”გაგრა”), როინ კვასხვაძე (”ზესტაფონი”)

მცველები: გიორგი ხიდეშელი (”ზესტაფონი”), ლევან კაკუბავა (თბილისის ”დინამო”), გულვერდ თომაშვილი (თბილისის ”დინამო”), ლაშა თოთაძე (”გაგრა”), გიორგი ადამაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), გიორგი ხატიაშვილი (თბილისის ”ლოკომოტივი”)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”), თემურ შონია (ცხინვალის ”სპარტაკი”), ირაკლი კლიმიაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ჯანო ანანიძე (მოსკოვის ”სპარტაკი”, რუსეთი), ვაჟა ნემსაძე (თბილისის ”დინამო”), ლევან ყენია (გელზენკირხენის ”შალკე 04”, გერმანია), ლევან კუტალია (სარაევოს ”სლავია”, ბოსნია), გიორგი გუგავა (არმილიას ”არსენასი”, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი (”ვოლენი”, შვეიცარია), გიორგი ჭედია (რუსთავის ”ოლიმპი”), მათე ვაწაძე (თბილისის ”დინამო”)



ლევან ყენია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მხოლოდ ირლანდიაში გაჰყვება, შემდეგ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბულგარეთში შეუერთდება.