გუშინ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მესამე შეხვედრა ჩაატარა: ოთარ გაბელიას გუნდმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მასპინძლებთან ფრედ 1:1 ითამაშა.
ირლანდიის ნაკრები 28-ე წუთზე ალან ჯაჯის გოლით დაწინაურდა, თუმცა საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე გიორგი ივანიშვილმა საპასუხო გოლის შეგდება მოახერხა.
დღესდღეობით ოთარ გაბელიას გუნდის აქტივში 4 ქულაა. მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი 14 და 18 ნოემბერს ჩაატარებს: ჯერ თბილისში ირლანდიას უმასპინძლებს, შემდეგ კი შვეიცარიას ესტუმრება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრებმა სტუმრად ესტონეთს 4:1 სძლია.
* * *
ევრო 2011 - შესარჩევი ტურნირი. 9 ოქტომბერი, 2009. ირლანდია, დუბლინი, ”თელლაით სთედიუმი”. 2.500
ირლანდია 1:1 საქართველო
გოლები: 1:0 ა.ჯაჯი (28), 1:1 გ.ივანიშვილი (89)
ირლანდია: შ.რედმონდი, ს.კოულმენი (ს.ჰაუტონი 80), გ.განინგი, ბ.მოლოუნი, კ.მორისი, ს.გლისონი, ა.ჯაჯი, ო.გერვენი, ს.შერიდანი, ჯ.მაკართი (ჯ.კოლინზი 90), კ.ტრეისი (ჯ.ოში 80)
მწვრთნელი: დონალდ გივენსი
საქართველო: რ.კვასხვაძე, გ.თომაშვილი (გ.ჭედია 88), ლ.თოთაძე, მ.დაუშვილი, ი.კლიმიაშვილი, გ.ივანიშვილი, ლ.ყენია, მ.ვაწაძე (გ.ჯანელიძე 72), გ.გუგავა (ლ.კუტალია 62), გ.ხიდეშელი, ლ.კაკუბავა
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
გაფრთხილება: ს.კოულმენი, ო.გერვენი, ლ.ყენია, ს.გლისონი, გ.ხიდეშელი, ლ.კუტალია
მსაჯები: გ.დალუკასი; დ.ბოზაძიდისი, დ.სარაიდარისი (საბერძნეთი)
გაუზიარე