15 და 17 აგვისტოს საქართველოს 19 წლამდე ნაკრები (1989 წელს დაბადებული ფეხბურთელები) თბილისში აზერბაიჯანის 19 წლამდე ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ჰაინც ტოპმიოლერის ნაკრებისთვის ეს შეხვედრები ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის პირველი მოსამზადებელი ეტაპი იქნება. გარდა აზერბაიჯანელ თანატოლებთან დაპირისპირებებისა, საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 24 და 26 სექტემბერს რუმინეთში ამხანაგურად რუმინეთის 19 წლამდე ნაკრებსაც გაეჯიბრება.
გაუზიარე