ხვალიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ქვეყნის რეგიონებში გაიმართება ამხანაგური მატჩები, რომლებშიც მონაწილეობას 1989 და 1990 წელს დაბადებული ახალგაზრდა ფეხბურთელები მიიღებენ. მატჩებს საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰაინც ტოპმიოლერი და მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე დაესწრებიან.
7 აგვისტო. ფოთი. ცენტრალური სტადიონი. სამეგრელო-იმერეთი
8 აგვისტო. ქუთაისი. ცენტრალური სტადიონი. იმერეთი-აჭარა
9 აგვისტო. გორი. ცენტრალური სტადიონი. შიდა ქართლის გუნდები
10 აგვისტო. თელავი. ცენტრალური სტადიონი. კახეთი-ქვემო ქართლი
12 აგვისტო. თბილისი. დასავლეთი-აღმოსავლეთი
გაუზიარე