დღეს, თბილისის ”ამერის” სტადიონზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანის გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება. შეხვედრა 17.30 საათზე დაიწყება.
საწვრთნელ შეხვედრას ჰაინც ტოპმიოლერის გუნდი შესუსტებული შემადგენლობით ხვდება: სხვადასხვა მიზეზთა გამო გერმანელი სპეციალისტი აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ ალექსი ბენაშვილს, ამირან სანაიას, როინ კვასხვაძეს, ლევან მჭედლიძეს, მურთაზ დაუშვილს და ლევან ბლაგიძეს ვერ დაიხმარს.
ჰაინც ტოპმიოლერი, საქართველოს U19 ნაკრების მწვრთნელი:
...მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შეხვედრის წინ გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა, გამარჯვების იმედი მაქვს. ასეთი თამაშები ჩვენთვის ძალია კარგია: გუნდის ჩამოყალიბება-შეთამაშებას უწყობს ხელს. კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე აზერბაიჯანელებს და რუმინელებს ამხანაგურად გავეჯიბრებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანელ თანატოლებს 17 აგვისტოს მეორედ შეხვდება.
გაუზიარე