17-24 ოქტომბერს საქართველო 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევი ტურნირის მატჩებს უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების გარდა ჯგუფში ჰოლანდიელი, ნორვეგიელი და ლატვიელი ჭაბუკებიც ითამაშებენ.
მატჩები თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბოლნისში თემურ სტეფანიას სახელობის სტადიონზე და რუსთავში, სტადიონ ”ფოლადზე” გაიმართება.
18 ოქტომბერი: ნორვეგია - ლატვია
12.00. რუსთავი, ”ფოლადი”
18 ოქტომბერი: ჰოლანდია - საქართველო
15.00. თბილისი, ”მიხეილ მესხი”
20 ოქტომბერი: ჰოლანდია - ლატვია
12.00. ბოლნისი, ”თემურ სტეფანია”
20 ოქტომბერი: საქართველო - ნორვეგია
15.00. თბილისი, ”მიხეილ მესხი”
23 ოქტომბერი: ნორვეგია - ჰოლანდია
15.00. რუსთავი, ”ფოლადი”
23 ოქტომბერი: ლატვია - საქართველო
15.00. თბილისი, ”მიხეილ მესხი”
გაუზიარე