საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები რუმინელ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძე გახლავთ, 24 და 26 ივლისს უმასპინძლებს მეტოქეს.
რუმინელებთან პირველი ამხანაგური მატჩი ხვალ თბილისში, ფეხბურთის კლუბ ”ამერის” სტადიონზე შედგება, შაბათს, 26 ივლისს კი მეტოქეები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სარბიელზე გაარკვევენ ურთიერთობას. ორივე ამხანაგური მატჩი 18 საათზე დაიწყება.
19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ტექნიკურ ცენტრ ბასა-ზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (თბილისის ”დინამო”), გიორგი ლოსაბერიძე (თბილისის ”დინამო”), ბუთა კოტრიკაძე (”გაგრა”)
მცველები: გიორგი გეთიაშვილი (თბილისის ”დინამო”), ლევან კაკუბავა (თბილისის ”დინამო”), გიორგი სარაჯიშვილი (რუსთავის ”ოლიმპი”), ცოტნე ბუკია (”ზესტაფონი”), ილია სორდია (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), გიორგი გურაბანიძე (თბილისის ”ნორჩი დინამოელი”), ბადრი ტეტუნაშვილი (”გაგრა”), ლევან ტყებუჩავა (აგარის ”მეშაქრე”)
ნახევარმცველები: ირაკლი კანდელაკი (თბილისის ”დინამო”), ვაჟა ნემსაძე (თბილისის ”დინამო”), ნიკოლოზ ჯიშკარიანი (თბილისის ”დინამო”), გიორგი სალარიძე (”ორბები”), თემურ შონია (თბილისის ”ოლიმპიკი”), ლაშა საცერაძე (”ზესტაფონი”), ლევან სეთურიძე (”გაგრა”), თორნიკე თარხნიშვილი (ცხინვალის ”სპარტაკი”), ირაკლი ხურციძე (თბილისის ”ამერი”), ირაკლი კვეკვესკირი (მოსკოვის ”დინამო 2”, რუსეთი)
თავდამსხმელები: ზვიად ქანთარია (თბილისის ”დინამო”), გიორგი იჩქითი (გორის ”დილა”), ერეკლე ფილია (”გაგრა”), მიხეილ ხოკერაშვილი (”გაგრა”), მიხეილ როსტიაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)
სწორედ ეს გუნდი იასპარეზებს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომლის ელიტ-რაუნდის საკვალიფიკაციო მატჩები შემოდგომით ჩეხეთში გაიმართება. რამაზ სვანაძის გუნდი მასპინძელთა გარდა დანიელ და კვიპროსელ მოთამაშეების დაუპირისპირდება.
გაუზიარე