სიახლეები

ამხანაგური მატჩი საქართველო 0:2 რუმინეთი

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან და 0:2 დამარცხდა.



სტუმრებმა გოლები ორივე ტაიმში გაიტანეს: 28-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კოზმინ მატეიმ გახსნა ანგარიში - ალიბეკის პასის შემდეგ, 59-ე წუთზე კი ვლად როსუმ გააორმაგა სტუმართა უპირატესობა.



* * *



ამხანაგური მატჩი. 26 ივლისი, 2008. გორი, ”თენგიზ ბურჯანაძე”, 2.000

საქართველო 0:2 რუმინეთი

გოლები: 0:1 კ,მატეი (28), 0:2 ვ.როსუ (59)

საქართველო: გ.ლოსაბერიძე (გ.მაკარიძე 46), გ.გეთიაშვილი (ლ.ტყებუჩავა 86), თ.შონია, ბ.ტატუნაშვილი, გ.სალარიძე (ლ.საცერაძე 75), ი.ხუციძე (ი.კანდელაკი 86), თ.თარხნიშვილი (კაპ), ვ.ნემსაძე, მ.ხოკერაშვილი (გ.იჩქითი 70), მ.როსტიაშვილი (ზ.ბეგლარიშვილი 46), ი.კვეკვესკირი (გ.სარაჯიშვილი 46)

მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

რუმინეთი: ბ.ფარკაში, ს.მუტი, კ.რაპა, ს.კუკუ, ა.ბარბულოვიკიუ (ი.მირონი 63), ი.პოპესკუ, მ.ალექსი (კაპ), მ.მანუ, დ.ალიბეკი (ს.სანდუ 81), ვ.როსუ (ო.იონესკუ 77), მ.სტეფოი (კ.მატეი 23)

მწვრთნელი: კორიან ვასაი

გაფრთხილება: ვ.როსუ, ი.პოპესკუ, ს.მუტი, კ.მატეი

მსაჯები: ლ.კვარაცხელია; თ.ბედუკაძე, მ.ლომსაძე; ა.ნონიკაშვილი