სიახლეები

ამხანაგური მატჩი ესტონეთი 0:0 საქართველო

გაუზიარე

გუშინ, 12 აგვისტოს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, მასპინძელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. თამაში ფრედ 0:0 დასრულდა.



ამხანაგური თამაში ქართველ ფეხბურთელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. სტუმრებმა ესტონელთა კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს და ბურთი ორჯერ მოარტყეს ძელს.



მეორე თამაში ესტონეთის და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის 14 აგვისტოს, თბილისის დროით 19 საათზე, კვლავ ტალინში გაიმართება.



ამხანაგური მატჩი. 12 აგვისტო, 2008. ესტონეთი, ტალინი, "ა ლე კოქ არენა”. 200

ესტონეთი 0:0 საქართველო

ესტონეთი: კ.კოჰლერი, ა.ვეისი, მ.პეიტრე, ა.იაჰიმოვიჩი, ა.არტიუნინი, ს.სინილაიდი, დ.იოგისტე (ი.სუბოტინი 54), მ.ჩეგოდაევი (კ.კალდოია 65), ჰ.ანიერი, მ.პაპონოვი (ა.პროსა 54), რ.ალიკუ (ი.ლიასი 74)

საქართველო: გ.მაკარიძე, გ.მინდორაშვილი, ლ.კაკუბავა, ბ.ტეტუნაშვილი, გ.გეთიაშვილი, თ.თარხნიშვილი (კაპ), თ.შონია, ი.ხუციძე, გ.სალარიძე (ვ.ნემსაძე 84), მ.როსტიაშვილი, მ.ხოკერაშვილი (ზ.ჭადაშვილი 53)

მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

გაფრთხილება: რ.ალიკუ, მ.ჩეგოდაევი, თ.შონია, ი.ხუციძე

მსაჯები: ე.საარი; რ.პაიუნურმი, ნ.ნეემლაიდი (ესტონეთი)