სიახლეები

ამხანაგური მატჩი ესტონეთი 0:2 საქართველო

გაუზიარე

გუშინ, 14 აგვისტოს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ტალინში, სტადიონზე ”ა ლე კოქ არენა”, მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ესტონეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან და 2:0 გაიმარჯვა.



ამ გუნდების პირველი მატჩი 12 აგვისტოს შედგა და ფრედ 0:0 დასრულდა.



ქართველმა ჭაბუკებმა გოლები ორივე ტაიმში გაიტანეს: 39-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მცველმა გურამ მინდორაშვილმა საჯარიმოს გარედან, შორი მანძილიდან მოახერხა ანგარიშის გახსნა, 88-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ვაჟა ნემსაძემ გამოიჩინა თავი - როსტიაშვილთან ჩინებული კომბინაცია გაითამაშა და უძლიერესი დარტყმით დაასრულა შეტევა.



”ამ მატჩით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს, დავალება კარგად შეასრულეს და რაც მთავარია, მატჩი მოიგეს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ამხანაგური მატჩების ჩატარებას კიდევ ვგეგმავთ,” - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ.



* * *



ამხანაგური მატჩი. 14 აგვისტო, 2008. ესტონეთი, ტალინი, "ა ლე კოქ არენა”. 110

ესტონეთი 0:2 საქართველო

გოლები: 0:1 გ.მინდორაშვილი (36), 0:2 ვ.ნემსაძე (88)

ესტონეთი: კ.კოჰლერი, ა.ვეისი (კ.კალდოია 62), ი.სტოკასი, ა.იაჰიმოვიჩი, მ.რეინტამი, ა.მონესი (მ.ჩეგოდაევი 66), ი.სუბოტინი, მ.პეიტრე (მ.პაპონოვი 46), ჰ.ანიერი, რ.ალიკუ (ს.სინილაიდი 46), ა.პროსა (ი.ლიასი 70)

საქართველო: გ.მაკარიძე, გ.მინდორაშვილი, ლ.კაკუბავა, გ.გეთიაშვილი, ზ.ჭადაშვილი (გ.სარაჯიშვილი 46), თ.თარხნიშვილი (კაპ), თ.შონია, ი.ხუციძე (ი.კვეკვესკირი 85), გ.სალარიძე (თ.ბერიძე 76), მ.როსტიაშვილი, მ.ხოკერაშვილი (ვ.ნემსაძე 80)

მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

გაფრთხილება: ა.ვეისი, თ.თარხნიშვილი, ვ.ნემსაძე

მსაჯები: ს.კოივი; ჰ.პაგლანტი, ტ.კული (ესტონეთი)