8 და 10 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანში მასპინძელთა 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ დღეს დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში ხსენებული მატჩებისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (”დინამო”), ამირან კოტრიკაძე (”გაგრა”)
მცველები: გურამ მინდორაშვილი (”დინამო”), გიორგი გეთიაშვილი (”დინამო”), გიორგი კაჭკაჭიშვილი (”დინამო”), ილია გამრეკლიძე (”ვიტ ჯორჯია”), გიორგი სარაჯიშვილი (”თბილისი”), ბადრი ტეტუნაშვილი (”გაგრა”)
ნახევარმცველები: ირაკლი ხუციძე (”ამერი”), თორნიკე თარხნიშვილი (”სპარტაკი”), თემურ შონია (”ოლიმპიკი”), ნიკოლოზ ჯიშკარიანი (”დინამო”), ლევან კაკუბავა (”დინამო”), ვაჟა ნემსაძე (”დინამო”), გიორგი თექთუმანიძე (”სპარტაკი”)
თავდამსხმელები: მიხეილ როსტიაშვილი (”ვიტ ჯორჯია”), ზვიად ქანთარია (”დინამო”), მიხეილ ხოკერაშვილი (”გაგრა”)
შეგახსენებთ, რომ ზაურ სვანაძის გუნდი ნოემბრის მიწურულს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ჩაატარებს კვიპროსში. ქართველი 19-წლამდელები მასპინძელთა გარდა დანიელ და ჩეხ თანატოლებს გაეჯიბრებიან.
გაუზიარე