სიახლეები

ამხანაგური მატჩი ”დინამო” 2 (თბილისი) 1:1 საქართ

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება, გუშინ თბილისის ”დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე, დიღომში, ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ”დინამო” 2-თან. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.



ანგარიში 38-ე წუთზე დინამოელმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე ზაურ სვანაძის გუნდმა წონასწორობა აღადგინა - გოლი ალექსანდრე იჩქითიმ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: მაკარიძე, რამიშვილი, ფარტენაძე, ჩადუნელი, იოსელიანი, დარასელია, კაჭახიძე, მამუჩიშვილი, ბეროშვილი, ვაშაკიძე, ზაქრაძე. შეცვლაზე შევიდნენ: მახარაძე, შალიკაშვილი, იჩქითი, თექთუმანიძე, კაჭკაჭიშვილი.



”ოფიციალურ მატჩებამდე ერთი თვეა დარჩენილი და გვინდა, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ჩვენ ყველა კანდიდატს გამოვცდით და ნაკრებიც სწორედ ამის შემდეგ დაკომპლექტდება,” - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ.



ხვალ, 24 ოქტომბერს, 19-წლამდელები გლდანში მეორე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ - თბილისის ”ამერს” დაუპირისპირდებიან.