საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება, საგურამოში თბილისის ”ამერთან” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე ამერელმა გიორგი ბენდელიანმა გაიტანა შორი მანძილიდან.
”ამ ორ შეხვედრაში ახალი ფეხბურთელები გამოვცადეთ. ბიჭებით კმაყოფილი ვარ. ოფიციალურ მატჩებამდე ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩავატარებთ,” - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: მაკარიძე (ეზიეშვილი 75), ტეტუნაშვილი (ხურციძე 46), კაკუბავა, კახაძე, ფუტკარაძე, გ.დარასელია, შალიკაშვილი, კაჭახიძე, გ.ჯოხაძე (კაკულია 75), ცხოვრებაძე (აფხაზავა 46), იჩქითი
გაუზიარე